Tag Archives: #გაზი

ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიის მიმართ. „გაზით ევროპის შანტაჟი სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს, „დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერში. „ჩვენ წარმომადგენელთა პალატის მადლობელი ვართ თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტში შესწორებების შეტანისთვის, რაც გააჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს. სენატში უკრაინისა და ევროკავშირის ყველა მეგობარს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს ამ შესწორებებს…“ შესწორებები, რომლებსაც ახსენებს უკრაინის პრეზიდენტი, ითვალისწინებს ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

ევროპის ბუნებრივი გაზის კრიზისის გეოგრაფია

პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის ფონზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა, რუსული ექსპორტის შეზღუდვა, ევროპის ქვეყნებში არსებული გაზსაცავების შევსება, ევროპისთვის გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირება, რაც 2014 წლის ფასების დაცემის შემდგომ მცირე რაოდენობით ახალი გათხევადებული ბუნებრივი გაზის პროექტის განხორციელების შედეგია, ტექნიკური პრობლემები გათხევადებული ბუნებრივი გაზის ზოგიერთ პუნქტში და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის მიღების კლება, რომელიც, თავის მხრივ, ამინდის ფაქტორმა განაპირობა – ეს იმ ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – გთხოვთ ყველას, უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე, განსაკუთრებით მოვუწოდებთ გაქირავებული ან დაგირავებული ბინების მფლობელებს, ჩახსენით მკვლელი დანადგარები

კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აბონენტების ნაწილი გაზის მოხმარების უსაფრთხოების მარტივ წესებსაც კი არ იცავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების დროული რეაგირების შედეგად საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, ასევე, გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა გადაურჩა სიკვდილს. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, უარი თქვან ღია წვის კამერიან დანადგარებზე. „საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე ...

Read More »

პუტინი ბელორუსის მხრიდან EU-სთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, მოელაპარაკოს ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. პუტინის თქმით, გაზის მიწოდების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის სატრანზიტო პარტნიორების ურთიერთობას. ბელარუსის მილსადენები რუსულ Gazprom-ს ეკუთვნის, რაც ამცირებს გაჩერების რისკს. “ამაში კარგი არაფერია და, რა თქმა უნდა, მას დაველაპარაკები. თეორიულად, ლუკაშენკოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პრეზიდენტს, ალბათ შეუძლია გასცეს ბრძანება და შეწყვიტოს მიწოდება ევროპაში, თუმცა ეს იქნება ...

Read More »

ლუკაშენკოს მუქარის კვალდაკვალ იამალი – ევროპის გაზსადენით გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება დღეს 40%-ით შემცირდა

იამალ-ევროპის მილსადენით პოლონეთის გავლით გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება დღეს, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინის გავლით სტაბილურია და რჩება ოთხშაბათისა და ხუთშაბათის მოცულობის დონეზე. ამის შესახებ გერმანული გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის – Gascade-ისა და “უკრაინის ოპერატორ GTS”-ის დღევანდელი მონაცემიდან ირკვევა. იამალი-ევროპის გაზსადენი, “ჩრდილოეთ ნაკად-2-“სა და უკრაინის გაზის სისტემასთან ერთად, არის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი რუსული მილსადენით ევროპაში გაზის მიწოდებისთვის. ორი ათას კილომეტრზე მეტი ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

ევროპაში გაზის ფასმა, მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” მიწოდება განაახლა, კლება დაიწყო

ევროპაში გაზის საბითუმო ფასმა კლება დაიწყო, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “გაზპრომმა”ევროპის საცავების შევსების გეგმის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის ტელეგრამ-არხზეა ნათქვამი. მანამდე, 8 ნოემბერს “გაზპრომმა” განაახლა გაზის მიწოდება Yamal-Europe მილსადენით. Reuters-ი გერმანიიდან მიღებულ მონაცემზე დაყრდნობით წერს, რომ მიწოდებული გაზის მოცულობა უმაღლეს დონემდე გაიზარდა, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში. ოქტომბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაავალა “გაზპრომს”, 8 ნოემბრამდე დაასრულოს ...

Read More »

კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს ” სოკარ ჯორჯია გაზი”. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Read More »

საქართველოში ბუნებრივი გაზის ახალი ბაზარი ყალიბდება

ელექტროენერგეტიკული ბირჟის მსგავსი სისტემა საქართველოში ბუნებრივი აირის ბაზრისთვისაც ჩამოყალიბდება. კონცეფცია, რომელიც ბირჟის ამოქმედებას ითვალისწინებს, მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცა. მისი მიზანი ისეთი თავისუფალი ბაზრის შექმნაა, სადაც კონკურენტული ფასი გამჭვირვალედ ყალიბდება. გაზის სექტორში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ Forbes Georgia სემეკის წევრს, გოჩა შონიას ესაუბრა. ბატონო გოჩა, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის ახალი კონცეფცია, რომლის მიზანიც ბირჟის შექმნა და ბაზრის ლიბერალიზაციაა, საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ...

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

“გაზპრომმა” გერმანიის გაზის საცავების შევსება დაიწყო

გერმანიაში ზედიზედ მესამე დღეა გაზის მიწისქვეშა საწყობების ტევადობა იზრდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt გერმანიის მიწისქვეშა გაზის შემნახველ ოპერატორთა ასოციაციის (INES) აღმასრულებელ დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. “გაზპრომის მიერ ოპერირებადი გაზის საწყობების შევსება 6 ნოემბრიდან იზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. პუტინის განკარგულებით ევროპას გაზის გაზრდილი რაოდენობა 8 ნოემბრიდან უნდა მიეღო, თუმცა საცავები ამ დრომდე შევსებული არ არის. ამის მიუხედავად, რუსული მედია იუწყება, რომ „გაზპრომის“ საცავები მობილიზებული და ...

Read More »

უკრაინა მასშტაბური ენერგოკრიზისის ზღვარზეა

ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები უკვე დაფიქსირდა კიევის ოლქის ბევრ ქალაქში და სიფელში და ეს ცალკეული ფაქტები არ არის. ბოლო 6 თვის მანძილზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გეგმიური თუ ავარიული გათიშვები ჩვეულ მოვლენად იქცა. ისე დაემთხვა, რომ ენერგოსისტემის მაოსბრივი შეკეთებები გლობალურ, ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ენერგოკრიზისს დაემთხვა. უკრაინა საკუთარ თავს მთლიანად მხოლოდ ნახშირით უზრუნველყოფს, თუმცა, ამ საწვავის მარაგებიც არასაკმარისია. ქვეყნის ...

Read More »