Tag Archives: #ირანი

ირანი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს

ირანი ვენის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება 4+1 ფორმატში განახლდება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. საუბარია აპრილში დაწყებულ მოლაპარაკებათა სერიაზე ირანსა და ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილ ქვეყნებს – გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის. აღსანიშნავია, რომ ევროპელი დიპლომატები, ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა ...

Read More »

ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს

2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით ივნისში შეჩერებულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს. ვაშინგტონმა თეირანს მიანიშნა, რომ მოლაპარაკების გაგრძელება სურს და შეთანხმების მიღწევისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეს გაუთავებლად ვერ გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ “ამერიკის ხმა” იუწყება. აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონის მოთმინება სამუდამოდ არ გასტანს, თუმცა მას ...

Read More »

ირანს სურს, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები

ირანს სურს, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები მსოფლიო ძალებთან, რაც აშშ – ის სანქციების მოხსნას გამოიწვევდა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ”ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებებს, რომლის საბოლოო შედეგი სასტიკი სანქციების მოხსნაა, სასარგებლოდ მიიჩნევს. აშშ-ის „მაქსიმალური ჩაგვრის“ პოლიტიკა კვლავ გრძელდება. ჩვენ არაფერი გვინდა გარდა იმისა, რაც კანონიერად ჩვენია. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო წესების განხორციელებას. ...

Read More »

ირანი და ჩინეთი ნავთობთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაფართოებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს

ირანის ნავთობის მინისტრმა ალი ოვჯიმ და ლიბინ ჟანგმა, ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის (CNPC) ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მოლაპარაკებები გამართეს თანამშრომლობის განვითარების მიზნით. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. CNPC უკვე საკმაოდ აქტიურადაა წარმოდგენილი ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე “აზადგანის” ნავთობის საბადოზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი მონაწილეობდა “ჩრდილოეთ აზადეგანის” საბადოების განვითარებაში, რომლის პირველი ეტაპი ხუთი წლის წინ იქნა ამოქმედებული. მთლიანობაში 1500 ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანს მოუწოდებენ, უპასუხოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეკითხვებს აღურიცხავი ბირთვული ობიექტების შესახებ

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ირანს მოუწოდებს, ახსნა-განმარტება გააკეთოს ურანის ნაწილაკების აღმოჩენაზე რამდენიმე აღურიცხავ ობიექტზე, და უერთგულოს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ატომურ პროგრამასთან მიმართებით. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კითხვებზე მკაფიო პასუხების არარსებობა, როცა საქმე ეხება ირანის დეკლარაციების სისწორეს და სისრულეს, “სერიოზულ გავლენას ახდენს სააგენტოს შესაძლებლობაზე, გამოვიდეს მშვიდობიანი შინაარსის გარანტიით” ირანის ბირთვული პროგრამის შესახებო – უთხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ სააგენტოს მმართველი ...

Read More »

ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის საშუალებას მისცემს

ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ მხარეები მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსისა და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის დირექტორ მოჰამად ესლამს შორის შედგა. სააგენტო ირანის ხელისუფლებას ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის სამუშაოების შეფერხებაში ადანაშაულებდა. ირანული მხარის განცხადებით, ისინი დათანხმდნენ შეცვალონ მეხსიერების ბარათები არსებულ ვიდეომონიტორინგის სისტემაში.

Read More »

ირანის პრეზიდენტი უკმაყოფილოა საერთაშორისო ატომური სააგენტოს ანგარიშით

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დასავლეთს აფრთხილებს თეირანის მიმართ საყვედურის გამოთქმის გამო. „ირანისგან კონსტრუქციული რეაგირების მოლოდინი აზრს მოკლებული იქნება საერთაშორისო ატომური სააგენტოს მხრიდან კონტრპროდუქტიული მიდგომის ფონზე. კონტრპროდუქციული ზომები მოლაპარაკების გზაზე ბუნებრივი დაბრკოლებაა“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას. საერთაშორისო ატომური სააგენტოს მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. კერძოდ, ძველ, არადეკლარირებულ ობიექტებზე აღმოჩენილ ურანის ...

Read More »

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ​ი – მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს

მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარი ლაპიდმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. იარი ლაპიდი რუსეთში იმყოფება ვიზიტით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად. მისი თქმით, რეგიონის, მათ შორის სირიის, უსაფრთხოება და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვიდრე ირანია წარმოდგენილი რეგიონში, რადგან ირანი ტერორის ნომერი პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში. ლაპიდის ...

Read More »

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო: ირანმა ურანის მარაგები გააოთხმაგა

მაისის მონაცემებთან შედარებით, თეირანის 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგები გაოთხმაგებულია. ექსპერტთა შეფასებით, ირანი ამჟამად 2 441 კილოგრამ ურანს ფლობს, რაც ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ირანი აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ხოლო ირანმა, ბირთვული პროგრამის სამოქმედო გეგმის შესახებ, ევროკავშირსა ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი: ირანი მზად არის განაახლოს ბირთვული მოლაპარაკება, მაგრამ არა დასავლეთის „ზეწოლის“ ქვეშ

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება მთავრობის დღის წესრიგშია, მაგრამ ის არ უნდა გაიმართოს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „ზეწოლის“ ქვეშ. 4 სექტემბერს რაისიმ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი მთავრობა „მართავს შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებას“. საფრანგეთმა და გერმანიამ – ევროპის კავშირის წევრებმა, რომლებიც ბირთვული შეთანხმების მონაწილეები არიან, ირანს მოუწოდეს, ჩაერთოს მოლაპარაკებაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც მოჰყვა ირანში არჩევნებს ივნისში, ...

Read More »