Tag Archives: #უკრაინა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ ენერგეტიკის და კომუნალური მომსახურების დარგში სახელმწიფო რეგულირების განმახორციელებელ ნაციონალურ კომისიას რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდა. მარეგულირებელი ორგანოსადმი გაგზავნილ წერილში მინისტრი ენერგეტიკული თანამეგობრობის არაწევრი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეუზღუდაობის უკრაინის სტრატეგიულ მიზნებთან და უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან შეუთავსებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ელექტროენერგიის იმპორტი აუარესებს მწარმოებელთა ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და გავლენას ახდენს ...

Read More »

აზერბაიჯანი უკრაინაში ნავთობის ერთადერთი მიმწოდებელია

აზერბაიჯანი უკრაინაში ნავთობის ერთადერთი მიმწოდებელია. იანვარ-აპრილში უკრაინამ ნავთობის იმპორტი 16,2% -ით (72,74 ათასი ტონით) შეამცირა და 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  და 377,38 ათასი ტონას გაიტოლდა.   2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში უკრაინამ იყიდა 142,6 მლნ აშშ დოლარის ნავთობის ნედლეული, რაც 18,4% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელი (174,78 მლნ აშშ დოლარი). უკრაინაში ნავთობის იმპორტის მთელი მოცულობა აზერბაიჯანულია.  2020 წლის იანვარ-აპრილში უკრაინას ნავთობის ...

Read More »

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედებამ შეიძლება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაფინანსების გასაგრძელებლად ეკონომიკური წინაპირობები შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გერმანულ გამოცემა, „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პროექტის ამოქმედება ქვეყნისთვის არა მხოლოდ წლიური შემოსავლის რამდენიმე მილიარდი ევროთი შემცირებას ნიშნავს, არამედ ეს არღვევს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევის პოზიცია პროექტთან მიმართებაში უცვლელი რჩება, რადგან ეს, უპირველესად, ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთთან ერთიან ენერგოსისტემაზე უარის თქმას გეგმავს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ საჭიროა უკარაინამ უარი განაცხადოს რუსეთთან და ბელორუსთან გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემაზე და შეუერთდეს ევროპულ სისტემას. ”ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვეთიშოთ ბელორუსისა და რუსეთის ერთიან ენერგოსისტემას და შევუერთდეთ ევროპულ სისტემას. აღნიშნული იქნება ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა – ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ნორმალური ბაზარი, სადაც არ არის მონოპოლისტების თვითნებობა, სადაც ნორმალური გამჭვირვალე ფასია ...

Read More »

რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი მინიმუმამდე შემცირდა

2020 წელს რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 38 პროცენტით დაეცა და ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ. ნათქვამია “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელის სერხი მაკოგონის “ეკონომიკური სიმართლე”-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თქმით, გასულ წელს “გაზპრომმა” უკრაინის ტერიტორიაზე 55.8 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გადაქაჩა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. შედეგად, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა დატვირთული იყო 30 პროცენტზე ...

Read More »

უკრაინა რუსულ გაზს ტრანზიტით კიდევ 4,5 წლის განმავლობაში გაატარებს

უკრაინა კიდევ 4,5 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს გაზპრომთან ხელშეკრულების გადახედვას. ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა დიმიტრი მარუნიჩმა განუცხადა Golos UA–ს. ”რუსეთის ფედერაციიდან გაზის ტრანზიტის შემცირების საკითხზე უკრაინას ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. “გაზპრომისთვის” სატრანზიტო საჭიროება ზოგადად იკლებს, რადგან ევროკავშირში გაზზე მოთხოვნა დაბალია “, – აღნიშნა ექსპერტმა. დ.მარუნიჩის აზრით, გაზპრომს აქვს ალტერნატიული მარშრუტები და ის პირველ რიგში მათ დატვირთავს. ”კიდევ 4.5 ...

Read More »

აზერბაიჯანი ბელორუსს ნავთობით უკრაინის გავლით მოამარაგებს

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება ბელორუსში უკრაინის გავლით 880 ათასი ტონას შეადგენს. ამის შესახებ „ნაფტოგაზის“ ნავთობის განყოფილების უფროსმა და სს „უკრტრანსნაფტას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი გავრილენკომ განაცხადეს. ”ზოგადად, 2020 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება Yuzhny MNT – დან ბელორუსის მიმართულებით უკრაინის გავლით 880,000 ტონას შეადგენს, მათ შორის ექსპორტის რეჟიმში 80,000 ტონა”, – თქვა მან. “უკრტრანსნაფტას” და შპს “BNK UK” – ს ...

Read More »