უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთთან ერთიან ენერგოსისტემაზე უარის თქმას გეგმავს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ საჭიროა უკარაინამ უარი განაცხადოს რუსეთთან და ბელორუსთან გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემაზე და შეუერთდეს ევროპულ სისტემას.

”ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვეთიშოთ ბელორუსისა და რუსეთის ერთიან ენერგოსისტემას და შევუერთდეთ ევროპულ სისტემას. აღნიშნული იქნება ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა – ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ნორმალური ბაზარი, სადაც არ არის მონოპოლისტების თვითნებობა, სადაც ნორმალური გამჭვირვალე ფასია ”, – განაცხადა მან ტელეარხ “უკრაინას” პირდაპირ ეთერში.

ივლისში, უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან და ბელორუსიიდან ელექტროენერგიის იმპორტს 2021 წლის ბოლომდე.

2019 წლის დეკემბერში უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა, რომ 2023 წლისთვის უკრაინის ენერგეტიკული სისტემა საბოლოოდ უნდა გამოეყოს რუსულ-ბელორუსულს და გახდეს ევროპული სისტემის ნაწილი.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply