Tag Archives: #ევროპა

აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს ესტუმრება

აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოს ესტუმრება. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში ასევე მიემგზავრება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, კადრი სიმსონიც. „რუსეთის მიერ ენერგომომარაგების უწყვეტი შეიარაღების ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის პრიორიტეტია. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა გარიგება აზერბაიჯანთან, რათა ...

Read More »

ნორვეგიული გაზის პოლონეთში ბალტიის მილსადენით მიწოდება რუსეთის ენერგორესურსების შემცირებით გამოწყვეულ ზეწოლას შეამსუბუქებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ნორვეგიიდან 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოწოდებაზე კონტრაქტი უკვე გაფორმდა, მომავალი წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 10 მილიარდს შეადგენს. პოლონეთში ბუნებრივი აირის შიდა წარმოება დაახლოებით 4 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. თხევადი გაზის ტერმინალი შვინოიშჩეში ამჟამად მზადაა 6,5 მილიარდი კუბური მეტრი საწვავის მისაღებად, რაც უახლოეს მომავალში 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. მორავიეცკის სიტყვებით, წელს ბუნებრივი აირის ...

Read More »

ლინას ლინკევიჩუსი – ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს უფრო ბევრი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით

ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს უფრო ბევრი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“ წერს. „მზადდება სანქციების მე-7 პაკეტი. ვინმეს აინტერესებს? ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა ექსპონენტურად რუსეთს უფრო მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით. ნავთობზე ფასები იზრდება. რუბლი უფრო გამყარდა. ვიღაც-ვიღაცები კვლავ შეშფოთებული არიან „პროვოკაციული“ შეზღუდვებით. ...

Read More »

ერ-რიადი ნავთობის მოპოვებას გაზრდის და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ საუდის არაბეთმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს ბალანსს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე. აშშ-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეფო ასევე აპირებს ნავთობის მოპოვების დონის 50%-ით გაზრდას ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით. ამის შესახებ The Insider-ი წერს. „ორივე მხარემ აღნიშნა სტრატეგიული, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე კრიზისისა და მისი შედეგების ფონზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ახლა, როცა ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები, ისინი რჩება პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ ბლოგზე დაწერა. ბორელი წერს, რომ ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, მოქმედებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ის სანქციები, რომლებიც უკვე მიღებულია ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მიერ, ძლიერ აზიანებს ვლადიმერ პუტინს და მის ახლო გარემოცვას და ამ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე გაგრძელდება. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ...

Read More »

“ევროპას ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთარი ელის”

ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ევროკავშირს ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთრის მოლოდინშია. ამის შესახებ რუმინეთის ვიცე-პრემიერმა კელემენ ჰუნორმა B1-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ზამთარი რთული იქნება, კერძოდ, გაზის ფასის მკვეთრი მატების გამო. ”ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ადგენს ფასებს 2023 წლის აპრილამდე, რათა გადავიტანოთ ზამთარი, რომელიც ჩვენი შეფასებით, იქნება მკაცრი … მაგრამ რადგან გაზის ფასები იზრდება ყველგან ...

Read More »

ბოლო 6 წელში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ნომერ პირველი შემსყიდველი გახდა

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი გახდა და აზიას გაასწრო. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე ევროპამ აშშ-სგან საშუალოდ დაახლოებით 213.1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, აზიამ კი 191.1 მილიონი ბარელი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. აზიის მიერ შესყიდული ამერიკული ნავთობის რაოდენობა ევროპისგან შეძენილს ბოლოს 2016 წელს, იგივე 5-თვიან პერიოდში ჩამორჩა, როცა აშშ-მ ნედლი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა. რუსულ ...

Read More »

ევროკავშირი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად აზერბაიჯანთან შეთანხმებას ამზადებს

რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის გაზრდას აპირებს. Reuters-ის ცნობით, ამ მიზნით, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა ბაქოსთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც ითვალისიწინებს აზერბაიჯანის მიერ გაზის წარმოების გაფართოებას და მილსადენის ქსელის ზრდას. “მხარეები ცდილობენ ხელი შეუწყონ ბუნებრივი აირით ვაჭრობას, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის გზით, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ოდენობით ყოველწლიურად 2027 წლამდე”, – ციტირებს ...

Read More »

ევროკომისიის გეგმის თანახმად, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირი რუსული გაზის მიწოდების პოტენციური შემცირებისთვის ემზადება – სცენარი, რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკების რეცესია შეიძლება გამოიწვიოს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის გეგმას გაეცნო, რომელიც 20 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს. კერძოდ, ევროკომისიის გეგმა წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს მრეწველობისთვის ფინანსური სტიმულები შემოიღონ, რათა ...

Read More »

G7-ის მიერ ნავთობის ფასის რეგულირება მის გაძვირებას გამოიწვევს – ზახაროვა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასის რეგულირების შესახებ სინამდვილეში მის გაძვირებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას usnews.com ავრცელებს. „ეს გეგმები ბაზრის წესებს ეწინააღმდეგება და ეს ძალზე საშიში გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ზახაროვამ. რუსული ნავთობი დღესაც ფასდაკლებით იყიდება. თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ნავთობი 100 დოლარზე ოდნავ იაფია, რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასი ...

Read More »