ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ევროკავშირს ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთრის მოლოდინშია. ამის შესახებ რუმინეთის ვიცე-პრემიერმა კელემენ ჰუნორმა B1-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ზამთარი რთული იქნება, კერძოდ, გაზის ფასის მკვეთრი მატების გამო.
”ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ადგენს ფასებს 2023 წლის აპრილამდე, რათა გადავიტანოთ ზამთარი, რომელიც ჩვენი შეფასებით, იქნება მკაცრი … მაგრამ რადგან გაზის ფასები იზრდება ყველგან ევროპაში, ეს იქნება რთული ზამთარი, შესაძლოა, ყველაზე მკაცრი ზამთარი ბოლო 40, 50, 60 წლის განმავლობაში მთელი ევროპისთვის, სამწუხაროდ“, – განაცხადა ჰუნორმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია, რადგან სხვა ბერკეტები არ არსებობდა. თუმცა, ევროპას ამისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროპაში გაზის ფასმა ოთხთვიან მაქსიმუმს მიაღწია და 1000 კუბურ მეტრზე 1800 დოლარს გადააჭარბა.
იმავდროულად, რუსეთმა დროებით შეაჩერა ევროკავშირში გაზის მიწოდება Nord Stream გაზსადენით.
წყარო: commersant.ge