Tag Archives: #რუსეთი

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე ისევ ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლები რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე  დღეს ისევ ვერ შეთანხმდნენ. Bloomberg-ის ცნობით, ახლა განიხილება ბარელზე 62$, მაგრამ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ფასს  არ ეთანხმებიან და  თვლიან, რომ ეს ფასი კვლავ მაღალია.  

Read More »

რუსული ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ რუბლის ვარდნა გამოიწვია

რუსული ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ რუბლის ვარდნა გამოიწვია. თითქმის ორთვიანი შედარებითი სტაბილურობა შემცირების ტენდენციამ შეცვალა. რუსულ ნავთობზე ფასების ორკვირიანი ვარდნის ფონზე ორშაბათის საბირჟე ვაჭრობაზე ევროს კურსი, ოქტომბრის თვიდან პირველად, 64 რუბლს ასცდა, დოლარისა კი – 61 რუბლს. ნოემბრის პირველი კვირიდან Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 15%-თ გაიაფდა და 80 დოლარს ჩამოსცდა გლობალური რეცესიის საფრთხისა და ჩინეთიდან მოსული სიახლეების ფონზე, სადაც COVID-19-ის აფეთქებამ ...

Read More »

გაზპრომი „ჩრდილოეთის ნაკადებს“ აკონსერვებს

რუსული გაზპრომი „პორტოვაიასა“ და „სლავიანსკაიას“ საკომპრესორო სადგურებზე გაზის სატუმბი მოწყობილობების დაკონსერვებას იწყებს, რომლებითაც ბუნებრივი გაზი ჩრდილოეთის ნაკადსა და ჩრდილოეთის ნაკადი 2–ს მიეწოდებოდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. კონსერვაციის შემდეგ სადგურებიდან აღჭურვილობას არ გაიტანენ, ის ადგილზე დარჩება. აუცილებლობის შემთხვევაში დაკონსერვებული მოწყობილობები უმოკლეს ვადებში გაეშვება, ირწმუნებიან რუსული სააგენტოების წყაროები. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გაზპრომში კომენტარს არ აკეთებენ. წყარო: gbc.ge

Read More »

პოდოლიაკი: რუსები ვერ შეძლებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. „რუსი სამხედროები დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მათი თავდაცვის ხაზი თანდათან შორდება რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და ყველა საერთაშორისო წარმომადგენლობამ ხელი აიქნია და თქვა: „კარგი, კარგი“. ახლა ასეთი ამბავი არ გამოდგება. მთელი მსოფლიო ღიად აცხადებს, რომ „როსატომს“ არ აქვს ლეგალური ...

Read More »

დავით არახამია – უკრაინაში შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან რთული იყოს – რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ

უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, მომავალი კვირა რთული იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება, სამხედროები, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამისთვის ემზადებიან. პოლიტიკოსმა განცხადება „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გააკეთა. „შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან რთული იყოს. რუსები ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ ენერგეტიკულ ობიექტებზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარის მოლოდინში არიან,- აღნიშნა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა. ამასთან, არახამიამ მოუწოდა უკრაინელებს, საკუთარი თავისა ...

Read More »

„ენერგოატომის“ პრეზიდენტი: არსებობს ნიშნები, რომ რუსული ძალები შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან

უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტის, პეტრო კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ შესაძლოა, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ბოლო კვირებში ჩვენ ვიღებთ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომ გაჩნდა ნიშნები, ისინი შესაძლოა, ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. უპირველეს ყოვლისა, რუსულ პრესაში ჩნდება ძალიან ბევრი პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სჯობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება, მისი ატომური ენერგიის ...

Read More »

“იმედის გენერატორები” – ევროპაში უკრაინელების გენერატორებით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყო

ევროპარლამენტმა და ქალაქების ევროპული ასოციაციამ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელების მხარდამჭერი კამპანია – “იმედის გენერატორები” (GeneratorsofHope) დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაწერა. საუბარია უკრაინისთვის დიდი რაოდენობით გენერატორების შეგროვებაზე. “რუსეთის თავდასხმების გამო, 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ მათი დახმარება შეგვიძლია. დღეს ვიწყებთ კამპანიას – “იმედის გენერატორები”, რომ გენერატორებით ჩვენი უკრაინელი მეგობრები უზრუნველვყოთ. სოლიდარობა მოქმედებაშია”, – წერს ...

Read More »

რუსეთიდან საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი თითქმის ორჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2022 წლის 1-ელ ათ თვეში საქართველოში 1 135 985 000 აშშ დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 652 232 400 აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტის 43.6%-ი რუსეთიდან განხორციელდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან 495 496 970 აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა. გასული ...

Read More »

ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდა

რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ. ინფორმაციას Bloomberg 23 ნოემბერს, წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მინისტრების მოსაზრებები განსხვავებული იყო რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ნავთობის ღირებულების შეზღუდვებისა და ზღვრული ღირებულებების შემოღების გრაფიკთან დაკავშირებით. ევროკომისიამ ფასის ზედა ნიშნულად ბარელზე 65 დოლარი შესთავაზა ქვეყნებს, ხოლო პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ამას მოსკოვისთვის ძალიან “კეთილშობილური შეთავაზება” უწოდეს. Bloomberg აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყანა, ...

Read More »

რუსეთის წილი ევროკავშირის ენერგეტიკის იმპორტში 10%-ით დაეცა

რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო საქონლით ვაჭრობას დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით ეს ენერგეტიკული პროდუქტებით ვაჭრობაზე აისახა. დაზუსტებული სეზონური ღირებულებებიდან გამომდინარე, რუსეთის წილი ევროკავშირის ენერგეტიკულ იმპორტში 2022 წლის I კვარტლამდე (26.0%-დან 27.6%-მდე) საკმაოდ სტაბილური იყო. 2022 წლის I და II კვარტალს შორის რუსეთის წილი მკვეთრად შემცირდა და კლების ტენდენცია 2022 წლის II და III კვარტალშიც გაგრძელდა. მთლიანობაში, რუსეთის წილი ევროკავშირის ...

Read More »