გაზპრომი „ჩრდილოეთის ნაკადებს“ აკონსერვებს

რუსული გაზპრომი „პორტოვაიასა“ და „სლავიანსკაიას“ საკომპრესორო სადგურებზე გაზის სატუმბი მოწყობილობების დაკონსერვებას იწყებს, რომლებითაც ბუნებრივი გაზი ჩრდილოეთის ნაკადსა და ჩრდილოეთის ნაკადი 2–ს მიეწოდებოდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

კონსერვაციის შემდეგ სადგურებიდან აღჭურვილობას არ გაიტანენ, ის ადგილზე დარჩება. აუცილებლობის შემთხვევაში დაკონსერვებული მოწყობილობები უმოკლეს ვადებში გაეშვება, ირწმუნებიან რუსული სააგენტოების წყაროები.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გაზპრომში კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply