ექვსი რაუნდის შემდეგ, დღეს ავსტრიის დედაქალაქში ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მოლაპარაკებები ივნისი თვეში შეწყდა, როდესაც ირანში ახალი პრეზიდენტი, ებრაჰი რაისი აირჩიეს. დასავლელი დიპლომატების თქმით, თეირანი მოლაპარაკებებზე ახალი მოთხოვნების წამოყენებას გეგმავს, რომელთა შორის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნულის გამო ირანის დელეგაცია ძირითადად ეკონომისტებით იქნება წარმოდგენილი. ...
Read More »