Tag Archives: #ენერგოსექტორი

GREDA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GREDA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ასოციაცია და ტექნიკური უნივერსიტეტი ისეთ საკითხებში ითანამშრომლებენ, როგორებიცაა ენერგეტიკის დარგში მომზადება-გადამზადების პროფესიული კურსები, ენერგეტიკის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. „ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა GREDA-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ჩვენი მხრიდან უკვე არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა: ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობით, შეიქმნა და ...

Read More »

დავით ნარმანია USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, სასწავლო ცენტრის ორგანიზაციის, ბიუჯეტის, სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ცენტრის ოპერირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით. „ძალიან ...

Read More »

“საქართველოს კიდევ აქვს ახალი შესაძლებლობა, გახდეს ჰაბი ენერგეტიკული მიმართულებით”

დავოსის ეკონომიკური ფორუმზე ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას და საქართველოს როლს რეგიონში, – ამის შესახებ ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ განაცხადა. მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დავოსის ეკონომიკური ფორუმს საქართველოსთვის. „პრეზიდენტმა ალიევმა გაუსვა ამას ხაზი, რომ საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გარკვეული სახის ურთიერთობის დამყარება და შემდგომ ამ ურთიერთობებზე უკვე სხვა ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც გაესვა ხაზი ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: დავოსში, ბევრი საინტერესო ენერგეტიკული კომპანია საქართველოს ენერგოპროექტებით დაინტერესდნენ

დღეს, ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა მსოფლიო პოლიტიკაში და ასევე ეკონომიკური პლატფორმებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „დავოსში, ბევრი საინტერესო ენერგეტიკული კომპანია იღებდა მონაწილეობას. ჩვენ გვქონდა ლიდერ კომპანიებთა შეხვედრები. ამ კომპანიების მხრიდან არსებობს დაინტერესება საქართველოს ენერგოპროექტებით. ​ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი აქცენტი კეთდება ე.წ. მწვანე წყალბადზე. საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს გარკვეული პროგრესი. გვაქვს მოლოდინი, ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად RWE AG-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია. RWE AG-ი გერმანული მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ესენში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა იტალია, ...

Read More »

ევროკომისარი: ევროკავშირს შეუძლია, რუსეთიდან გაზის მიწოდება განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლოს

ევროკავშირს შეუძლია რუსეთისგან მიღებული გაზის დარჩენილი მოცულობები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ კვლავ ვიღებთ გარკვეულ გაზს რუსეთიდან, მაგრამ შეგვიძლია ის განახლებადი ენერგიით ჩავანაცვლოთ,” – თქვა კადრი სიმსონმა. მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გასული წლის 8 თვის განმავლობაში რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების მოცულობა 80%-ით შემცირდა. ...

Read More »

უზბეკეთის პრეზიდენტმა, დავალიანების მიზეზის გამო, ქვეყანაში ელექტროენერგიისა და გაზის გათიშვა აკრძალა

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა ძლიერი სიცივის პერიოდში, საცხოვრებელ კორპუსებში, დავალიანების მიზეზის გამო ელექტროენერგიის და გაზის გათიშვა აკრძალა. ამის შესახებ დღეს, 16 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო “ფერგანა” რესპუბლიკის მეთაურის პრესმდივანზე შერზოდ ასადოვზე დაყრდნობით იუწყება. როგორც სააგენტო იტყობინება, ზამთრის სეზონზე მოსახლეობის ენერგორესურსების უწყვეტი მიწოდების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, მირზიოევმა პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს და ენერგეტიკის მინისტრს ჯამშიდ მირზამახმუდოვს, დაავალა შეექმნათ მოსახლეობის დაუყოვნებელი დახმარების გაწევის სისტემა ...

Read More »
ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოების კატეგორიები განისაზღვრა

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოებისკატეგორიები განისაზღვრა. როგორც საქართველოს მთავრობის №3 დადგენილებიდან ირკვევა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ...

Read More »

პოლონეთმა რუსული ნახშირის იმპორტი 100%-ით ჩაანაცვლა

პოლონეთმა 2022 წელს ზღვით 14 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა, რითაც რუსეთიდან იმპორტი სრულად ჩაანაცვლა. ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მართვის მინისტრის მოადგილემ კაროლ რაბენდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „წლის ბოლომდე პოლონეთს მივაწოდეთ 14 მილიონი ტონა ნახშირი“, – განაცხადა კაროლ რაბენდამ და აღნიშნა, რომ ეს არის რეკორდული მოცულობა, რომელიც ქვეყნის პორტებმა მიიღო. „ნახშირის ნაკლებობა, რომელიც პოლონეთში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და კერძო საწარმოები ...

Read More »

უკრაინელების 70%-ზე მეტი ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მზად არის

ახალი კვლევის თანახმად, დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის მოქალაქეების 74% ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის მზად არის. „სექტემბერში გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ მათი ოჯახები მეტ-ნაკლებად მზად არიან ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებისთვის, მხოლოდ 24% მიიჩნევს თავს სრულად მომზადებულად, ხოლო 47% ამბობს, რომ გარკვეული მომზადება კიდევ საჭიროა“, – ვკითხულობთ კვლევაში. დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მზად არიან ზამთარში გათბობასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებისთვის. კვლევის ...

Read More »