Tag Archives: #ატომური

რუსეთმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიული ზონა დაბობმბა

უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ რუსეთი სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში დაადანაშაულა. აღნიშნული შესახებ კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთან არის მიერთებული

ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ უკრაინის ელექტრო ქსელიდან. ამის შესახებ შაბათს, 17 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა. სააგენტოს თქმით, ინჟინერებმა ოთხი ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზიდან ერთ-ერთი შეაკეთეს, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიასთან აკავშირებს. დარჩენილი სამი ძირითადი ხაზი კი ისევ დაზიანებულია. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივ გამორთვაშია, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ...

Read More »

რუსეთმა სლავიანსკის თბოელექტროსადგური დაბომბა

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დღეს დილით რუმა ოკუპანტებმა სლავიანსკის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. მისი ინფორმაციით, სადგურის ტერიტორიაზე დაზიანდა ტექნიკა. “მტერი განზრახ უმიზნებს რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს კირილენკო Telegram-ზე.

Read More »

IAEA-ს საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოსთხოვს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია, განაცხადეს დიპლომატებმა, რომლებიც ესწრებოდნენ 15 სექტემბერს ვენაში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და უკრაინის ნებისმიერი სხვა ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ“. 35-კაციანმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო 26 ხმით, ორი წინააღმდეგი იყო, შვიდმა კი თავი შეიკავა, განაცხადეს ...

Read More »

ცხოვრება ბირთვული საფრთხის ქვეშ

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებსაც ახლა ბომბებზე მეტად სწორედ ატომური კატასტროფის ეშინიათ. ისინი ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები. მოქალაქეები ჯანდაცვის ცენტრებში მიდიან და იღებენ იოდის აბებს, სამედიცინო ნიღბებს. შეტაკებები და და საოკუპაციო ძალების მხრიდან საჰაერო თავდასხმები ბირთვული რეაქტორის მახლობლად კი გრძელდება. თავად ელექტროსადგურის ტერიტორიას კვლავ რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. ადგილზე არიან საერთაშორისო ატომური სააგენტოს ...

Read More »

კულება: „როსატომი” ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში უნდა მოხვდეს

უკრაინას, რუსეთის „როსატომის“ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ჩართვა სურს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განუცხადა. ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტზე საუბრისას კულებამ თქვა, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა. „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ყველა საფუძველი არსებობს. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან”, – განაცხადა კულებამ. მისი პროგნოზით, ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა უფრო ...

Read More »

ბირთვული კატასტროფის საფრთხე მანამდე იარსებებს, ვიდრე დაბომბვა არ შეწყდება – რაფაელ დე გროსი

ბევრს აფიქრებს ის, თუ რა შეიძლება მოხდეს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ, ერთი შეხედვით, ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც, დაინტერესებულია, რომ ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხო ზონა შეიქმნას. გასულ უქმეებზე კონტროლირებად ვითარებაში 6 რეაქტორიდან უკანასკნელიც გამორთეს. ბოლო ცნობებით, ისინი ცდილობენ, შეთანხმდნენ ენერგიის გარე, მთავარი წყაროს აღდგენის საკითხზე. თუმცა, გროსის თქმით, ზოგიერთი ელექტროგადამცემი ხაზი რუსების ...

Read More »

ახალი ბირთვული შეთანხმება: რა ხდება ირანის გარშემო?

ირანთან ბირთვული შეთანხმება (ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა) პირველად 2015 წელს გაფორმდა. აშშ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებთან ერთად, ირანს მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ მძიმე ეკონომიკური სანქციების მოხსნას დაჰპირდა. შეთანხმების საფუძველზე, ირანმა შეამცირა ბირთვული წარმოება, გადააკეთა საწარმოები და გაეროს სადამკვირვებლო მისიას რეგულარული მონიტორინგის უფლება მისცა. სანაცვლოდ, სანქციების შემსუბუქებამ ირანს დამატებით ათობით მილიარდი დოლარის ნავთობშემოსავლები და, ასევე, დასავლური ქვეყნების მიერ გაყინულ აქტივებზე წვდომა დაუბრუნა. 2018 წელს ტრამპმა აშშ ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე კვების წყარო ჩაირთო

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე კვების წყარო ჩაირთო. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აღდგენილია ელექტროგადაცემის სარეზერვო ხაზი, რაც რეაქტორის გასაგრილებლად და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად არის აუცილებელი. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, მარტიდან საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. გაერო სადგურის ტერიტორიის სასწრაფო დემილიტარიზაციას ითხოვს.

Read More »

პოდოლიაკი: უცნაურია, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ 2 საათი იყო

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი თვლის, რომ IAEA-ს მისიამ ბევრი რამ ვერ დაინახა იმ ორნახევარი საათის განმავლობაში, რაც მან გაატარა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ამის შესახებ პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. “ძალიან უცნაურად გამოიყურება, ჩემი აზრით. უკრაინულ მხარეს სჯერა, რომ როდესაც ასეთი დონის მისიაა – და ეს არის უპირველეს ყოვლისა საინჟინრო, ბირთვული ფიზიკის მისია, რომელიც მოვიდა არა მხოლოდ სასადილოს ან ...

Read More »