Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

2022 წლის 14 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.77 (-6.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.31 ( -5.84)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საწვავი ისევ გაძვირდა – სუპერის მარკის ბენზინის ფასი 3.79 ლარია

საწვავი ისევ გაძვირდა. მსხვილ ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასების კორექცია 12 მარტსაც განხორციელდა და დღეისათვის სუპერის მარკის ბენზინის ფასი უკვე 3.79 ლარია. მარტის პირველ ნახევარში საწვავის ფასების ზრდა რამდენჯერმე მოხდა. „ვისოლის“ ქსელში თუ 1 მარტს ევრო რეგულარი 3.22 ლარი ღირდა, 14 მარტს მისი ფასი 3.64 ლარია. ყველაზე მოთხოვნად საწვავზე ფასი 13%-ით ანუ 42 თეთრით გაიზარდა.  ეკო სუპერის ღირებულება  3.39 ლარიდან 3.79 ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს

ირანი მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის საჭირო რაოდენობის მიწოდებაზე, რაც სანავთობო ბაზარზე ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს. „ირანის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის ბაზრის წილი“, განაცხადა NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა. „სანქციების და სანქციების შემდგომ ...

Read More »

ლიბია იძლევა პირობას, რომ მთლიანად ჩაანაცვლებს რუსეთის ნავთობს ევროპაში

ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ სრულად უარი თქვან რუსულ ნავთობზე 5-7 წელიწადში ლიბიიდან მიწოდების გამო. ლიბიის ნავთობისა და გაზის მინისტრის მოჰამედ აუნის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ”ლიბია ახლა ვერ იქნება შემცვლელი… შესაძლოა ხუთ ან შვიდ წელიწადში”, – განაცხადა მან. უკრაინის ომის გამო სანქციების დაწესებამდე რუსეთი ევროპაში დაახლოებით 3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა და საუდის არაბეთის შემდეგ ნედლი ნავთობის სიდიდით ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თითქმის 2 დოლარით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,912 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 116,64 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
რას წარმოადგენს კომპანია „მულტიპლექსი“ რომელიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

იტალიის უდიდესმა ნავთობ-გაზის კომპანია Eni-მ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვა

იტალიის უდიდესმა ნავთობ-გაზის კომპანია Eni-მ შეწყვიტა ახალი კონტრაქტების გაფორმება რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანის გამო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება კომპანიის კომენტარებზე დაყრდნობით. Eni-ში აღნიშნავენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას რუსეთის გაზის შესყიდვებთან მიმართებით. მანამდე ბრიტანეთის კომპანია British Petroleum-მა და ბრიტანეთ-ნიდერლანდის კომპანია Shell-მა უარი თქვეს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის თაობაზე ხელმოწერილ კონტრაქტებზე. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს ხმების დიდი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 10 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.33  (-  1.81)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.02  (-  2.68)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,86 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,86 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 411,562 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.” ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,41  მილიონი ბარელით  და შეადგინა  244,606 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  5,23 მილიონი ბარელით და შეადგინა  113,874 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზად არის გაზარდოს ნავთობის მოპოვება

არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზად არის გაზარდოს ნავთობის მოპოვება. მეტიც, საამიროები მოუწოდებენ OPEC-ის [ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელი] წევრ სხვა სახელმწიფოებს, თავადაც გაზარდონ ნავთობის მოპოვება. ამის შესახებ აშშ-ში გაერთიანებული საამიროების ელჩმა, იუსეფ ალ ოტაიბამ განაცხადა. “უკვე 50 წელია, რაც გაერთიანებული საამიროები ენერგომატარებლების სანდო და პასუხისმგებლობიანი მიმწოდებელია და გვჯერა, რომ ენერგეტიკული ბაზრისთვის და გლობალური ეკონომიკისთვის სტაბილურობა კრიტიკული მნიშვნელობისაა”,- ნათქვამია ელჩის მიერ Financial Times-ისთვის ...

Read More »

„საწვავი 20 თეთრით გაძვირდა – ფასი 4.5 ლარამდე ავა“ – რა ფასები დაგხვდებათ ავტოგასამართ სადგურებზე

„საქართველოში საწვავი (ყველა კატეგორია) 20 თეთრით გაძვირდა. ფასის ზრდის ტენდენცია ექსტრაპოლაციაში გაგრძელდება და ავა 4.5 ლარამდე,“- წერს ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფასის ზრდის შესახებ ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზეც გუშინვე საუბრობდნენ. მათი ინფორმაციით, ფასი დღეს მინიმუმ 15 თეთრით უნდა გაზრდილიყო. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.47 ლარია; „რეგულარი“ – 3.38; სუპერი – 3.53; ...

Read More »