Tag Archives: #ევროპა

ისტორიული რეკორდი – ევროპაში გაზის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია

2 მარტს ევროპაში საფონდო ბირჟაზე გაზის ფასმა ვაჭრობისას ისტორიული რეკორდი მოხსნა, რომელიც ბოლოს 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე თითქმის 2230 დოლარამდე გაიზარდა. გაზის ღირებულების ზრდამ 59,4% შეადგინა. ამის შესახებ რუსული მედია Tass ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. „გაზის ღირებულება 2 მარტს მუდმივად აჭარბებს $1500, $1600, $1700, $1800, $1900, $2000 და $2100 1000 კუბურ მეტრზე“, ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ევროკავშირი შემდეგ ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადაიტანს

ევროკავშირს შეუძლია შემდეგ ზამთარს რუსული გაზის იმპორტის გარეშე შეხვდეს, თანაც ისე, რომ თავიდან აირიდოს ეკონომიკური ზარალი – აჩვენებს ბელგიური ორგანიზაციის, Bruegel-ის კვლევა. 27 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკს მოთხოვნის 10-15%-იანი შეკვეცა მოუწევს, თუკი რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ევროპისთვის რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყანაა. კვლევის თანახმადვე, თუ რუსული ნავთობგიგანტი Gazprom, რომლის აქციებზე ფასი ამ დროისთვის მკვეთრად ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპა რუსული გაზის გარეშე – სცენარები

ყოველ ოთხ წელიწადში, გაზის გადაცემათა სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს კატასტროფული სცენარების სიმულირებაში გავარჯიშება ევალება, გაზმომარაგების ევროპული სისტემის მდგრადობის შესამოწმებლად. ბოლო ასეთი სიმულაციური ვარჯიში გასულ წელს ჩატარდა. გაითვალისწინეს ოცამდე ავარიული სცენარი, რამაც დაადასტურა, რომ ევროპის გაზის ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოქნილია და შეუძლია გაზმომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რა შეიძლება მოხდეს თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს, კრემლის თავკაცი კი, საპასუხოდ ...

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

თემურ გოჩიტაშვილი: ციფრები აჩვენებს, ვინ უფრო დაზარალდება რუსული გაზის არ მიწოდებით

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ევროპაში გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის 11%-ია. ევროკავშირის კონსოლიდირებული მშპ 17 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ფასი, რასაც რუსულ გაზში იხდის, შეადგენს 0.18%-ს. ეს ციფრები კი აჩვენებს, ვინ უფრო მეტად დაზარალდება, რუსული გაზის არ მიწოდებით. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საშუალოდ, რუსეთიდან ევროპა იღებდა 150-160 მლრდ კუბურ მეტრ გაზს. თუ ამ 5 წლის საშუალო ფასსაც ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 27%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში მკვეთრად, თითქმის 27%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 320 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში, გუშინ, გაზის ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 300 დოლარს გადააჭარბა.

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

რუსეთს მეტად სჭირდება ევროპის ფული, ვიდრე ევროპას რუსული გაზი

ენერგეტიკულ ბაზრებზე მოწინააღმდეგის შესახებ გადამეტებული წარმოდგენა კარგად იშვიათად სრულდება. როდესაც “ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის” (OPEC) არაბმა წევრებმა 1973 წლის ოქტომბრის ომის შედეგად ნავთობზე ემბარგო გამოაცხადეს, იმპორტიორმა ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიებზე ნავთობსაბადოებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე ზრუნვა დაიწყეს, რამაც საბოლოო ჯამში ნავთობის მოხმარების ყველაზე მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ეს ფაქტი რუსეთისთვის წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, შეეცდება ენერგიის მიმწოდებლის პოზიცია გამოიყენოს, როგორც გეოპოლიტიკური ბერკეტი. ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, თითქმის 30%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 300 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 389,7 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა ...

Read More »

გაზი, ნედლეული, მეტალები – რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გლობალურ მიწოდებას საფრთხეს უქმნის

იმ ფონზე, როცა რუსულ არმიას უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიაქვს, ნედლეულით მოვაჭრეები გლობალურად შფოთავენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც ევროპისთვის გაზის, მარცვლეულის და მეტალის მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსკოვმა დაადასტურა, რომ მისი სამიზნე ქვეყნის სამხედრო ობიექტებია და უკრაინაზე იერიში ხუთი რეგიონიდან მიიტანა, მათ შორის არის სამხრეთით ყირიმიდან და ჩრდილოეთით ბელარუსიდან. დონეცკის რეგიონში მდებარეობს პორტი, რომელიც მარცვლეულის და მეტალის მარაგების გადაზიდვას ემსახურება. რუსეთის საზღვრიდან ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2,8%-ით გაიზარდა

უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 2,8%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 960 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 960,6 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ...

Read More »

სანქციები რუსულ ენერგოკომპანიებს – რა საფასურის გადახდა მოუწევს მოსკოვს

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” აღიარა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსული არმიის შესვლის ბრძანება გასცა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. BBC- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკელებს ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნეს საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. აქვე, თეთრი სახლი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ინგლისის ...

Read More »