Tag Archives: #ევროპა

„ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია არამხოლოდ მილიონობით ადამიანის ტანჯვა, არამედ ცხადყო, რომ ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში გერმანია გააგრძელებს გაზისა და ნავთობის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან და ამავე დროს მოემზადება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განახლებადი ენერგიის ახალ წყაროებზე სრული გადასვლისთვის. „ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ...

Read More »

დააჩქარებს თუ არა უკრაინის ომი განახლებად ენერგიებზე გადასვლის პროცესს?

„ისევე, როგორც 1970-იანი წლების OPEC-ის კრიზისმა ხელი შეუწყო განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციებსა და ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ავალდებულებდა ქვეყნებს საწვავის ეფექტურობის ეროვნულ სტანდარტების შემუშავებას, მიმდინარე კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ევროპა უფრო სწრაფი ტემპით განახორციელოს ინვესტიციები ალტერნატიულ ენერგეტიკაში“, – განაცხადა პიტერ სობოტკამ, ევროპაში ენერგოგადამცემი ქსელების კომპანიის Corinex-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.   თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე ასიმეტრიული შოკია, როგორც ...

Read More »
უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

გერმანიისთვის რუსული გაზის იამალი-ევროპის გაზსადენით მიწოდება შეჩერდა

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში შეჩერდა, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსული გაზის მიწოდება ევროპაში სხვა ორი მილსადენით სტაბილურია. Gascade–ს მომხდარის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ცნობისთვის: 29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ ხუთშაბათისთვის შეიმუშავებს პრაქტიკულ ღონისძიებებს უცხოური კომპანიებისთვის, რომ რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ. სპეციალისტების თქმით, ეს მოთხოვნა მიწოდების შეფერხების ალბათობას გაზრდის, რადგან დასავლური ...

Read More »

პუტინმა მთავრობას დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადოს ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე გადასვლის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და „გაზპრომს“ დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადონ ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე გადასვლის შესახებ. ამის შესახებ კრემლის საიტი იტყობინება. დავალებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ, ცენტრალურმა ბანკმა და „გაზპრომმა“ უნდა მოახდინონ „ზომების კომპლექსის რეალიზაცია“ გაზის საფასურის გადახდის ვალუტის შესაცვლელად და პუტინს ყოველთვიურად მოახსენონ ამის შესახებ. 31 მარტამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს დირექტივა „გაზპრომსა“ ...

Read More »
აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

თურქეთს, აშშ-ს და ისრაელს ევროპაში რუსული გაზის ერაყულით ჩანაცვლება უნდათ

თურქეთმა, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა თურქეთის გავლით, ერაყის ქურთისტანიდან ევროპაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ Reuters-თან საუბარში ოფიცილურმა პირებმა განაცხადეს. თავის მხრივ, გამოცემა Modern Diplomacy ასევე წერს, რომ, „უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე,თურქეთის ჩართულობით გაზსადენ EastMed-თან თანამშრომლობა ევროკავშირისთვის შეიძლება, იყოს გამოსავალი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ნაწილში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი განხორციელებისგან ძალიან შორს არის, ევროკავშირისთვის სპარსეთის ყურე ერთადერთი ...

Read More »

შოლცის თქმით, რუსეთი პანიკაშია მის ენერგორესურსებზე ევროკავშირის უარის გამო

რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკაშია იმის გამო, რომ ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები უარს ამბობენ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის ლიდერებს 25 მარტს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, წერს Politico. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა უარყო ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ენერგიის იმპორტის სრულად აკრძალვა  და განაცხადა, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს ევროპას, ვიდრე რუსეთს. მან ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ. აღნიშნულის შესახებ, გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა“, – განაცხადა ჰაბეკმა. მისი თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ. „რუბლით გადახდა მიუღებელია და ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი – ევროპა გაზის საფასურს რუბლებში თუ არ გადაიხდის, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მივაწვდით

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს უფასოდ მიაწოდოს ბუნებრივი აირი ევროპას, თუ ის არ დათანხმდება გაზის საფასურის რუბლებში გადახდას. ამის შესახებ პეკსოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს რუსეთი, თუ ევროპა არ დათანხმდება ბუნებრივი აირის საფასურის რუსეთის ეროვნულ ვალუტაში გადახდას, პესკოვმა, უპასუხა, რომ „ამ საკითხის გადაჭრა, მაშინ მოხდება, როდესაც ის დადგება“. „ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ...

Read More »

ბორელი: ირანის ბირთვულ შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ მხარეები ირანის ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არიან. „ვფიქრობ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვდგავართ და ვიმედოვნებ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა დოჰას ფორუმზე გამოსვლისას. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ. 2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. ...

Read More »

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა რუსულ ენერგიაზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს, რაც ნიშნავს უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ითხოვს რუსულ ენერგიაზე ემბარგოს დაწესებას, რაც უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს. აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ავსტრია და გერმანიაც მიიჩნევენ, რომ თუ რუსული გაზისა და ნავთობის ევროპაში მიწოდება შეწყდება, ეკონომიკა გაჩერდება. ორბანის თქით, უკრაინელები სთხოვენ უნგრეთს, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რაც უნგრული ნავთობის 61%-ს წარმოადგენს. მისივე თქმით, თუ უნგრეთი რუსულ გაზზე დააწესებს ემბარგოს, ...

Read More »