Tag Archives: #საწვავი

გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ჰესების მშენებლობა არ იწყება

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ საწვავი მალე გაიაფდება

მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება. ...

Read More »

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფებისთვის თურქმენეთს მოელაპარაკა?!

ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებას განიცდის. ამ ფაქტორმა გავლენა საქართველოზეც მოახდინა და  საცალო ქსელში ისტორიული ანტირეკორდიც კი დამყარდა. დიდი გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ საწვავის ფასი ნელა-ნელა ქვემოთ ჩავა და გაიაფება დაიწყება. მთავრობაში საწვავის ღირებულების შემცირების მტკიცე მოლოდინი აქვთ და ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, თუმცა ამას როდის იგრძნობს მოსახლეობა, ჯერჯერობით, უცნობია. საწვავი ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს

ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს. საფუძველი არის ახლად გაფორმებული კონტრაქტები, რომლებიც უფრო დაბალ ფასებშია და რომლებიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა, მაგრამ შემოვა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ასევე გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ ამ სიტუაციით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. ფიუჩერსული გარიგებები მიმდინარე წლის ნავთობზე არის დაწეული. წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო იწევს და ...

Read More »

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკულ კომპანიებს, ნავთობის წარმოება გაზარდონ

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ამერიკულ კომპანიებს, გაზარდონ ნავთობის წარმოება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა საგანაგებო ბრიფინგზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომს მოჰყვა შედეგები, რომლიც აშშ-შიც და ევროპაშიც მოქალაქეებმა და ოჯახებმა საკუთარ თავზე იგრძნეს. „მე ვიცი, რა მტკივნეულია ეს“, – განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის ნავთობის იმპორტის შეჩერება „სწორი ნაბიჯი იყო“. მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში ...

Read More »

გაირკვა ქვეყნები, საიდანაც მთავრობა ცდილობს, იაფი საწვავი შემოიტანოს

ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებებს განიცდის და საქართველოში საწვავის ღირებულება წარმოუდგენელ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ კრიტიკულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, მთავრობამ რაიმე ბერკეტი გამოიყენოს და ფასი როგორმე შემცირდეს. „რეზონანსმა“ გაარკვია, რომ მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 3-4 ქვეყანასთან იაფი საწვავის შემოტანასთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციას იმპორტიორთა ნაწილიც ადასტურებს. რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ...

Read More »

ბაიდენი აშშ-ში საწვავის ფასების ზრდაზე: ამის მიზეზი პუტინის ომია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა. „ამის მიზეზი პუტინის ომია. ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე ავკრძალე რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკაში. „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ კონგრესში მხარი დაუჭირეს ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ამერიკელების ნაწილი იაფი ბენზინის საყიდლად მექსიკაში მიდის

აშშ-ში ბენზინის ფასები კვლავ იზრდება, ამიტომ ამერიკელები ეძებენ უფრო იაფ გზებს ავზების შესავსებად, მათ შორის სხვა ქვეყნებში. კალიფორნიის შტატის მცხოვრებლები, სადაც ბენზინის ფასები სტაბილურად ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, საწვავის ხარჯების დასაზოგად აშშ-მექსიკის საზღვართან მიდიან. რუსეთი ნავთობის სიდიდით მესამე მწარმოებელია მსოფლიოში და კონფლიქტმა გამოიწვია ბენზინის ფასის შეერთებულ შტატებში და სხვაგან ზრდა. ამ თვის დასაწყისში, ამერიკული საავტომობილო ასოციაციის (AAA) თანახმად, ბენზინის საცალო გალონის ...

Read More »

რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად, სავარაუდოდ, აზია იქცევა

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპანტი ქვეყნისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ენერგეტიკული სექტორში გლობალური ტენდენციები მკვეთრად იცვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად აზია იქცევა. ამჟამად რუსული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ნედლი ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირია, რომლის ენერგეტიკული მოთხოვნის თითქმის 45%-ს რუსეთის ფედერაცია აკმაყოფილებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოკუპანტი ქვეყნის ენერგორესურსების მიმართ ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

როგორ აპირებს მთავრობა საწვავის ფასის შემცირებას?

საწვავი გამუდმებით ძვირდება და ეს პროცესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკაზე, ასევე ინფლაციაზე. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულებამ 4 ლარს მიაღწია. მთავრობა რაღაც ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით არ ამხელს, თუ როგორ აპირებს არანორმალურად გაზრდილი ფასის შემცირებას. გარკვეული ინფორმაცია უკვე გააჩნიათ იმპორტიორებს. ასეთ ფონზე მოქალაქეებმა ორიოდე დღის წინ რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაიაფების ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

საწვავის გაძვირების ტენდენცია და მოლოდინები

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.  მძღოლებს  ავტოგასამართ სადგურებზე ერთ ლიტრ საწვავზე საშუალოდ ასეთი ფასები ხვდება: 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი ავტოგასამართ სადგურებზე რეგულარი – 3.80 ლ პრემიუმი – 3.85 ლ სუპერი – 4 ლ დიზელი – 4,10 ლ ყველა ტიპის საწვავის გაძვირების ტენდენცია მზარდია და პროგნოზები არადამაიმედებელი – ამბობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. ახლო მომავალში საწვავი არათუ გაიაფდება, შესაძლოა კიდევ უფრო გაძვირდეს. ...

Read More »