Tag Archives: #საწვავი

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.

Read More »

“ლარის კურსის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში, საწვავი სექტემბერშიც გაიაფდება”

OPEC+-ის ლიდერთა გადაწყვეტილების ფონზე და ლარის კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ნათობიმპორტიორები საწვავის გაიაფებას ელიან. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, ოპეკი პლუსის ლიდერების გეგმა არის, რომ ასდოლარიან ნიშნულზე შეინარჩუნონ ბარელი ნავთობის საერთაშორისო ფასი. მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზი თუ რა მიმართულებით შეიცვლება ნავთობის ღირებულება. ამ ეტაპზე კი ნავთობის ფასების კლებაზე ის მოლოდინები მოქმედებს, რაც მსოფლიოში რეცესიული პროცესების დაწყებასთან არის დაკავშირებული. „ნავთობზე მოთხოვნის ...

Read More »

OPEC-ი ოქტომბრიდან წარმოებას შეამცირებს

ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა კავშირი (OPEC) და მისი მოკავშირეები, რუსეთის ჩათვლით, ოქტომბრიდან წარმოების მცირედით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ქვეყნები წარმოებას დღეში 100,000 ბარელით შეამცირებენ, რაც გლობალური მოთხოვნის 0.1%-ს შეადგენს. OPEC-ის შემდეგი შეხვედრა 5 ოქტომბერსაა ჩანიშნული, თუმცა წევრებს სამომავლო წარმოების დონის განსასაზღვრად ამის გაკეთება მანამდეც შეეძლებათ. შემცირების მიზეზი ფასებზე გავლენის შენარჩუნებაა – ნავთობის ღირებულებამ აგვისტოში მკვეთრად დაიწია, რაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რეცესიის რისკმა, ეკონომიკური ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

დღეს, გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ლიტრი დიზელის საწვავის ფასი 2,1 ევრო გახდა, ზოგან კი 2,3 ევროზე მეტი, – წერს tagesschau. გუშინ, გერმანიაში მთავრობის მიერ საწვავზე შემოღებული ფასდაკლების მოქმედების ბოლო დღე იყო. მისი დამთავრებისთანავე E10 პრემიუმ ბენზინზე ფასი ლიტრზე დაახლოებით 25 ცენტით გაიზარდა, ხოლო დიზელზე დაახლოებით 10 ცენტით. გერმანიის ავტომობილისტთა კლუბის თანახმად, საწვავზე გადასახადის დროებით შემცირების პერიოდის გასვლის შემდეგ, ...

Read More »

თალიბანი რუსეთიდან ბენზინის შეძენას დათანხმდა

ავღანეთის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაბიბურაჰმან ხაბიბმა დაადასტურა, რომ ოფიციალური დელეგაცია მოსკოვში იმყოფება და ხორბლის, გაზისა და ნავთობის მიწოდების შესახებ კონტრაქტების გაფორმებას ასრულებს. ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის ოფისის წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი დასრულებას მალე ელიან. “კონტრაქტის ტექსტზე ვმუშაობთ, ბენზინსა და ბენზოლზე თითქმის შევთანხმდით”, – განაცხადა ჩინოვნიკმა. რუსეთის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ...

Read More »

ლარის გაუფასურების გამო საწვავის გაიაფების დაწყებული ტენდენცია სავარაუდოდ შეჩერდება

ლარის კურსი გაუფასურების ტრენდს აგრძელებს. სპეციალისტები ამ პროცესის ორ მთავარ მიზეზზე საუბრობენ, როგორიცაა ეროვნული ბანკის ინტერვენციები და მაღალი შესყიდვები “ბლუმბერგის” პლატფორმაზე. საბოლოო ჯამში, როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, ლარი უახლოეს დღეებში 2,90-იან ნიშნულს გადააბიჯებს, ხოლო წლის ბოლომდე, მინიმუმ, 3,10 -ს მიაღწევს. ტენდენცია დაწყებულია, რაც განსაკუთრებით სამომხმარებლო ბაზარზე აისახება. ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების კლების იმედი საბოლოოდ გადაიწურა, მალე ალბათ საწვავის გაიაფების პროცესიც შეჩერდება. ცნობილია, ...

Read More »

აზერბაიჯანი ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთს ზრდის

აზერბაიჯანში AI-92 ბენზინზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში „ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთების დონის შეცვლისა და ქვეყნის მასშტაბით მათი ტრანსპორტირების ღირებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ“. დადგენილების მიხედვით, ბენზინზე AI-92 აქციზის განაკვეთი 42-დან 42,5 პროცენტამდე გაიზარდა, დიზელის საწვავზე – 18-დან 18,3 პროცენტამდე. წყარო: bfm.ge

Read More »

ბოლო 6 თვეში მსოფლიოში საავიაციო ნავთი 70%-ით გაძვირდა

მსოფლიოში საავიაციო ნავთის ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 2022 წლის 6 თვეში საავიაციო საწვავის ფასმა 70%-ით მოიმატა, რამაც უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინა საავიაციო ინდუსტრიაზე. ნავთობის მიწოდება აღდგა ივლისში და IEA (ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო) იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. წყარო: avianews.ge

Read More »

“გალფი” ფართოვდება – კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება – „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ბრენდი “გალფი”) მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებულ 32 ავტოგასამართ სადგურზე, კონტროლის მოპოვებას (იჯარით აღება). უწყების მიერ, საკითხის შესწავლის პროცესში, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა – 1 322 225 ათასი ლიტრი, ხოლო მოქმედი კომპანიების რაოდენობა – ...

Read More »
გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,2%-ით შემცირდა

ნავთობის წილი ქვეყნის მთლიან იმპორტში 13%-ს შეადგენს

საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში $141.8 მლნ-ის 118.5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 82.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021ივლისი $77.8 მლნ-ის 116.6 ათასი ტ). ივლისში  ნავთობის იმპორტი, ქვეყნის მთლიანი იმპორტის 12.7%-ია იმპორტირებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ღირებულება 79.1%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან 1 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $670 ღირდა, წელს მისი ფასი $1200-მდეა. ივლისის ნავთობის იმპორტში ...

Read More »