Tag Archives: #საწვავი

ლევან ვეფხვაძე : საწვავის გაიაფების პროცესი გაგრძელდება

ქვეყანაში საწვავის გაიაფების პროცესი გაგარძელდება, ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. ვეფხვაძის ინფორმაციით, ბაზარზე ტენდენცია კლებადი, ხოლო ვალუტა გამყარებადია, შესაბამისად ეს ყველაფერი ეტაპობრივად აისახება ფასებშიც და გაიაფების პროცესი გაგრძელდება. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიზანი უნდა იყოს არა მარჟები, არამედ როგორია კომპანიებს შორის კონკურენცია და  არის თუ არა კომპანიებს შორის  საბაზრო შეთანხმება. როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2023 წლის იანვრის თვეში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,60 ათასი ტონა, რაც 0,20 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,40 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის იანვრის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,39 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,29 ათასი ტონა (18,1%); ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

რუსული საწვავის აკრძალვის მიუხედავად, ევროპაში დიზელის ფასი ეცემა

ევროკავშირში დიზელის საწვავის ფიუჩერსების ფასები 1,6%-ით დაეცა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 20%-ით შემცირებული მაჩვენებელია. CNN იუწყება, რომ რეგიონში მოთხოვნა შემცირდა. ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ევროკავშირში სატვირთო მანქანების დაახლოებით 96%, ფურგონების 91% და მანქანების 42% ამ საწვავზე მუშაობს. “იგულისხმებოდა, რომ აკრძალვის შემოღების შემდეგ ევროპისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შემცირდებოდა, მაგრამ რეალურად ეს ამჟამად არ ხდება”, – ამბობს მარკ უილიამსი, საკონსულტაციო ...

Read More »
მსოფლიოში ნავთობი იაფდება: რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

წიაღისეული საწვავის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი

წიაღისეული საწვავი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ენერგიის მთავარ წყაროდ მიიჩნეოდა და დღესაც, ყოველწლიურად, მსოფლიო მოიპოვებს და მოიხმარს ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კოლოსალურ რაოდენობას. Visual Capitalist-მა წიაღისეული საწვავის წარმოების გლობალური რეიტინგის შესადგენად, BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის მონაცემები გამოიყენა. 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 8 მილიარდი ტონა ქვანახშირი, 4 მილიარდი ტონა ნავთობი და 4 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი აწარმოვეს. ქვანახშირის ...

Read More »

ნავთობის ფასი $80-იან ნიშნულს ასცდა

2023 წლის 6 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.87 (+0.93)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.08  (+0.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალვა ძალაში შევიდა

ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები არ შეეხო ნავთობსადენ „დრუჟბით“ გადატანილ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი: არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი

მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია, მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი. „მეორე საკითხზე მინდა ასევე მოგახსენოთ. ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,01 – 1,51 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  უცვლელი დარჩა  – 0.00 – 1,60  ევროთი/ლიტრაზე.  ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 31 იანვრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,01 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.15  ევროს, დიზელის საწვავი – 1,96 ევროს; ნორვეგიაში ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,12 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,41 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

OPEC+-ის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს ნავთობის მოპოვების დონის შენარჩუნებას

შეხვედრის შემდეგ OPEC+-ის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ალიანსს ნავთობის მოპოვების ამჟამინდელი დონის შეცვლაზე რეკომენდაცია არ მისცეს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება სამთო გეგმის მიმართ, რომელიც შეთანხმებული იყო 2022 წლის 5 ოქტომბერს. შემდეგი სხდომა 2023 წლის 3 აპრილს არის დაგეგმილი.

Read More »