ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2023 წლის იანვრის თვეში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,60 ათასი ტონა, რაც 0,20 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,40 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვრის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,39 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,29 ათასი ტონა (18,1%); გერმანია – 0,10 ათასი ტონა (6,3%), აზერბაიჯანი – 0,10 ათასი ტონა (6,3%);  და სხვ.

2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,9 ათასი ტონა, რაც 2,1ათასი ტონით ანუ 36,2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,8 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში   საავიაციო ნავთის იმპორტის 57%  (4,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,1% (2,3 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან,  13,9% (1,1 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან.

Leave a Reply