Tag Archives: #ენერგეტიკა

რატომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება

ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს უნდა ამუშავებულიყო, თუმცა მისმა ვადამ 2023 წლის მარტამდე გადაიწია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის რიგით მე-4 შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება ვერ განხორციელდა და გარკვეული ვადით გადაიდო. როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ პალიტრანიუსის გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა, სისტემა სრულად მზადყოფნაშია, თუმცა ამ ეტაპზე ბირჟის ამოქმედებას ობიექტურმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი, კერძოდ, რეგიონში არსებულმა არასახარბიელო ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, კაციტაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, გორგასალის, გულიას, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას (ანწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), არტურ ლაისტის, ხეივანის, ...

Read More »

აშშ შიშობს, რომ ევროპის ენერგეტიკულმა კრიზისმა შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერა შეასუსტოს – CNN

მიუხედავად კრემლის მცდელობისა, გამოიყენოს ენერგია იარაღად და დაარღვიოს დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად, აშშ მოუწოდებს ევროპას, დარჩეს ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაში. ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ რუსეთის შეჭრით გამოწვეული ენერგიის ხარჯების სწრაფი ზრდის ფონზე, ევროპაში რუსეთზე სანქციების ზეწოლის მხარდაჭერა შეიძლება, შემცირდეს. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შორის ...

Read More »

ლუკაშენკო: არ დავუშვებთ, რომ ევროპის მოსახლეობა გაიყინოს

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ არ დაუშვებს,  ამ ზამთარს ევროპის მოსახლეობა სიცივისგან გაიყინოს. “ევროპის გაყინვას არ დავუშვებთ, ჩვენს ძმებს დავეხმარებით, იქნებ, ისინიც დაგვეხმარონ ოდესმე“, – თქვა ბელორუსის ლიდერმა შეშის ჭრის დროს, რომლის ამსახველი ვიდეო ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგრამ გვერდზე გავრცელდა. ლუკაშენკოს თქმით, ევროპამ ახლა არ უნდა აირჩიოს – ნაძვები თუ სხვა შეშა, “მთავარია -,სითბო იყოს”. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ...

Read More »
თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

კომუნალური გადასახადები წლის ბოლოს აუცილებლად უნდა გაიაფდეს!

ლარის გამყარება კომუნალური გადასახადების გაიაფების  წინაპირობაა, მაგრამ გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას, უცნობია. წელს სემეკი დენისა და წყლის ტარიფს არ დაითვლის, ხოლო გაზის გადასახადი უმნიშვნელოდ შეიძლება დაკორექტირდეს. იქნება ეს ზრდის თუ კლების მიმართულებით, ამაზე მარეგულირებელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ ტარიფის დადგენისას რა მოცემულობაც იქნება, ცვლილებაც შესაბამისად გატარდება. ამ დროს ენერგეტიკოსების ნაწილი ირწმუნება, რომ ყველა ტიპის კომუნალური გადასახადის გაიაფების რესურსი ...

Read More »

რატომ გაიზარდა ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად

ოფიციალური მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტით, საქართველოს შემოსავალი 337%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივლისის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის რეალიზაციიდან ქვეყანამ 64.78 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.8 მილიონი იყო. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ ის ფაქტორები დაასახელა, რომელმაც ექსპორტის რეკორდულ ზრდას ხელი შეუწყო. მათ შორისაა, ენგურჰესის ამოქმედება. „პირველი მიზეზი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის არის ენგურჰესის ამუშავება. თქვენ ...

Read More »

Bloomberg: რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზიდან, მინიმუმამდე დაეცა

Bloomberg-ის ცნობით, ნავთობისა და გაზიდან რუსეთის შემოსავლები წლის მინიმუმზეა. გამოცემა წერს, რომ გაზისა და ნავთობის იმპორტიდან, რუსეთის ხაზინამ $11,1 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს, რომ ნედლეულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასულ თვეზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო წლის მაჩვენებლებს 3,4%-ით ჩამორჩება. ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე. ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ხარჯებისა და ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ანგარიში გაავრცელა. ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, ...

Read More »
საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 71% რეგულარის მარკისაა

ენერგოკრიზისი პორტუგალიაში

პორტუგალიაში, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, უკვე საგრძნობია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგები. ენერგორესურსებზე მზარდი ფასების გამო უამრავი კომპანია რთული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. კომპანიები ახლა  პორტუგალიის მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებას ელოდებიან, თუმცა ეს ლოდინი ბევრს უკვე ძალიან ძვირი უჯდება. ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გამო, სხვა სექტორებთან ერთად,  კერამიკის სექტორიც ძლიერ დაზარალდა. ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც პორტუგალიაში ოპერირებს, გაზის გადასახადი თითქმის ...

Read More »

შოლცი: რუსულ გაზზე უარს მალე სრულად ვიტყვით

გერმანია მზადაა მომავალი გათბობის სეზონისთვის, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. “ჩვენ აუცილებლად გადავურჩებით ამ ზამთარს”, – თქვა მან სამშაბათს, 13 სექტემბერს, ბერლინში, გერმანელ დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან შეხვედრაზე. შოლცმა აღნიშნა, რომ მთავრობამ წინასწარ გადადგა ნაბიჯები რუსული გაზის მიწოდებისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად. ამ დროისთვის გერმანული გაზის საცავები 85 პროცენტით არის სავსე, თხევადი ბუნებრივი აირის მიმღები ტერმინალების მშენებლობაც წინ მიდის. მისი თქმით, პირველი ასეთი ...

Read More »

თურქეთმა ექვს თვეში $8.2 მილიარდის ბუნებრივი აირის გადასახადები დაასუბსიდირა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყანაში, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, ბუნებრივი აირის სუბსიდირების მოცულობამ 150 მილიარდ ლირას ($8.2 მილიარდი) მიაღწია. მთავრობის მხრიდან სუბსიდირების მიზანი ენერგიის გლობალურად მზარდი ფასებისგან მოსახლეობის დაცვაა. აღსანიშნავია, რომ მინისტრმა გლობალურად არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი 25-30-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ენერგიის ფასების მსგავსი ზრდა არ ახსოვს. ეს ფაქტი კი საყურადღებოა, იმისდა ...

Read More »