ოფიციალური მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტით, საქართველოს შემოსავალი 337%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივლისის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის რეალიზაციიდან ქვეყანამ 64.78 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.8 მილიონი იყო.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ ის ფაქტორები დაასახელა, რომელმაც ექსპორტის რეკორდულ ზრდას ხელი შეუწყო. მათ შორისაა, ენგურჰესის ამოქმედება.
„პირველი მიზეზი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის არის ენგურჰესის ამუშავება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მოხდა ენგურჰესის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გვირაბში არსებული დანაკარგები მინიმუმამდე იქნა შემცირებული და თითქმის, 30%-ით გაიზარდა მისი გამომუშავების დონე.