Tag Archives: #ატომური

იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ბულგარეთი ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობას დააჩქარებს

ბულგარეთის მთავრობა დუნაის ნაპირზე, კოზლოდუის მოქმედ ბირთვულ ელექტროსადგურზე, სულ მცირე ერთი ატომური რეაქტორის აშენებას გეგმავს. პროექტის მიმდინარე წელს დაწყების შემთხვევაში, რეაქტორი 2028-2030 წლებისთვის ამოქმედდება. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ასენ ვასილევის განმარტებით, ჯამში ოთხი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ფლობისთვის, ბულგარეთს მეორე ატომური რეაქტორის მშენებლობის შესაძლებლობაც აქვს. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს ორი ახალი, თუმცა გამოუყენებელი რუსული ატომური რეაქტორი, რომელთა ბედიც გაურკვეველია, რადგან რეაქტორების ჩართვა ...

Read More »

რა პრინციპით ვრცელდება რადიოაქტიური ღრუბელი და როგორ განვსაზღვროთ მისი შესაძლო ზარალი

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საზოგადოება ბირთვული ომის შესაძლო საფრთხეებზე აქტიურად ალაპარაკდა. ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი მისი ეპიცენტრი უკრაინა იქნება, თუმცა, ატომური იარაღის სიმძლავრიდან გამომდინარე, მსგავსი შესაძლებლობა დანარჩენ მსოფლიოსაც მასშტაბურ საშიშროებას უქადის. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ გვაქვს, არსებული საუბრები კი, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან სულაც პოლიტიკური მიზნებით მანიპულირებას ემსახურებოდეს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, ბირთვული ომის რაობასა და საფრთხეებს ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. „უკრაინამ აცნობა მაგატეს, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ელექტრომომარაგება კვლავ აღდგენილია მას შემდეგ, რაც „საოკუპაციო ძალებმა“ ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს. პერსონალმა განაახლა მუშაობა სადგურის ელექტროქსელში ჩასართავად“, – ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში. ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ სწავლობენ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა ევროპის უმსხვილეს ...

Read More »

რა განსხვავებაა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგურებს შორის

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობისთვის, ეს ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ზაპორჟიეზე ხანძარი ძირითადად საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა, რაც ნიშნავს, რომ კატასტროფის ალბათობა, როგორც ეს 1986 წელს ჩერნობილში მოხდა, მცირეა. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რა მსგავსება და განსხვავებებია ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ სადგურებს შორის და რამდენად სახიფათოა ...

Read More »

„ჩერნობილის დატყვევებული თანამშრომლები ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის გამო, დავალებებს ვერ ასრულებენ“

ჩერნობილი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის გამო, გარკვეულ დავალებებს ვერ ასრულებენ, – ამის შესახებ გაეროს ბირთვულმა დამკვირვებელმა განაცხადა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დატყვევებული თანამშრომლები თითქმის სამი კვირის განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობენ. შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავეს. მოგვიანებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებიდან დისტანციური კავშირი დაკარგა. გარდა ამისა, ატომურ ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს, – ამის შესახებ „ენერგოტომის“ პრესსამსახური იტყობინება. კომპანიის ცნობით, აფეთქება ატომური ელექტროსადგურის ადგილზე მოხდა. აფეთქების დროს სადგურის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს. „ფაშისტმა სულელებმა საბრძოლო მასალის ნაწილი ააფეთქეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადგილზე სასწავლო ცენტრისა და No1 ელექტროსადგურის ნანგრევებთან. ისინი აპირებენ გააგრძელონ აფეთქებები ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. აფეთქებების შედეგად პერსონალმა სამსახური დატოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეიცვალა ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრება ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანი 15 მარტს მოსკოვში გაემგზავრება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად, იტყობინება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების განახლებას საფრთხე ექმნება რუსეთის მოთხოვნების გამო, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა მაშინ, როცა მოსკოვს ფართო მასშტაბის სანქციები დაუწესდა უკრაინაში შეჭრის გამო. 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების განახლების ...

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება განახლდა

უკრაინის ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „უკრენერგომ“ დაასრულა სარემონტო სამუშაოები და განაახლა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „უკრენერგოს“ ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სპეციალისტებმა დაასრულეს სარემონტო სამუშაოები და აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და ქალაქ სლავუტიჩზე.  

Read More »

რუსეთის ბირთვული საწვავის მომავალი გაურკვეველია

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპის ენერგეტიკული მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. სლოვაკეთმა, რომელიც სრულადაა დამოკიდებული TVEL-ის მიერ შემუშავებულ რუსულ ბირთვულ საწვავზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, მიმწოდებლის ალტერნატივის ძიება დაიწყო. ამ მხრივ ერთადერთი ეფექტიანი შემცვლელი ამერიკული Westinghouse-ი უნდა იყოს, რომელიც, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის აზრით, საკმაოდ ძვირია. ალტერნატიული მიმწოდებლის მოძიების შესახებ დისკუსია გასულ კვირას დაიწყო, როდესაც ბირთვული საწვავით დატვირთული რუსული თვითმფრინავი, მიუხედავად მათთვის დაკეტილი საჰაერო ...

Read More »

ჩერნობილში ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა, თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ

რუსი ოკუპანტების მიერ დაზიანებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრო ქსელს ტექნიკოსები არემონტებენ. ამის შესახებ ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა. თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ. ეს მიუთითებს ქსელის დაზიანებაზე სხვაგან. „სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება, მიუხედავად ატომური ელექტროსადგურის მიღმა არსებული ვითარებისა“, – განაცხადა გროსიმ.

Read More »