Tag Archives: #ნამახვანი

გოლეთიანი: ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ

„რიონის ხეობის მცველები“ თბილისში საპროტესტო აქციას წყვეტენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას უშუალოდ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე გააგრძელებენ. „ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ. თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. რაც იყო ჩვენი აქ [თბილისში] ჩამოსვლის მიზანი, რომ საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა; მათ შორის, გზის გადაკეტვა, რომელიც ...

Read More »

“თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას”

„დღეს საქართველოს ენერგეტიკაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისთვის… თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ფაქტობრივად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, ორგანიზაცია „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არ ხდება პროექტის საგნობრივი განხილვა, შესაბამისად, პროტესტი, ...

Read More »

ENKA-ს დირექტორი: ღია ვართ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება

“ამას ყველა ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის ნამდვილად დიდი პრობლემა იყო და ეს ცალსახა იყო. თვითნ კომუნიკაცია ხეობაში შედგა, რადგან შედეგიც დააყენა, იმიტომ რომ 35 მილიონი იქნა გადახდილი  267 ოჯახისთვის 276 დან. ერთ ოჯახთან მიმდინარეობს კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ შევჯერდებით. მე არ მინახავს პროექტი საიდანაც გამოსავალი არ არსებოსბ. ღია ვართ ჩვენ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება… დავსხდეთ ვისაუბროთ. ამ რეჟიმში ვერ მოხდება საუბარი” ...

Read More »

“როცა ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგები, მყარი არგუმენტებია საჭირო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებზე განაცხადა, რომ როცა 800 მილიონიან პროექტს ეწინააღმდეგები, მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს. “როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ შემთხვევაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარეობს აქცია, მაინცდამაინც მკაფიო არგუმენტებიც არ ჩანს, ადამიანები, რომლებიც აორგანიზებენ ამ აქცისა პირდაპირ ეთერში დებატებზე, გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ჩნდება ეჭვები, ნებსით თუ უნებლიედ აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს ჩრდილოელ მეზობლებს. როცა 800 მილიონიან ...

Read More »

ირაკლი ტაბლიაშვილი: ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… ესაა რუსული გზა!

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. ირაკლი ტაბლიაშვილი „რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად გოლეთიანმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 26 მაისის აქციის შემდეგ ის და მისი მხარდამჭერები ხეობაში დაბრუნდებიან, რათა ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეუშალონ. ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობის ბლოკირებას ორივე მხრიდან გეგმავენ: „ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… და ...

Read More »

“ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს, რა ფორმითაც დღეს ტარდება ქვეყანაში, თავისი ხარვეზები და რისკები აქვს”

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იმ ფორმით, როგორც დღეს ქვეყანაში ტარდება, რისკებს შეიცავს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმს აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები და მინუსები, რასაც კარგად გათვლა სჭირდება. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ფართო მსჯელობის საგანია, თუ რატომ არ წავიდნენ რეფერენდუმის მიმართულებით. „რეფერენდუმის საკითხი ჩვენ რაღაც თვალსაზრისით გავლილი გვაქვს, რადგან ვფიქრობდით ზოგადად ხელისუფლებაზე ზემოქმედების ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

“ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის” მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ცნო­ბის­თვის, „რი­ო­ნის მცვე­ლე­ბი“ თავ­და­პირ­ვე­ლად „რეს­ბუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან“ ფი­ლარ­მო­ნი­ის­კენ და­იძ­რნენ, სა­ი­და­ნაც „გმირ­თა მო­ედ­ნის­კენ“ გა­და­ი­ნაც­ვლეს.

Read More »

ლევან ვასაძე ითხოვს, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს

ოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. როგორც ლევან ვასაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია და კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება ყველა დოკუმენტის შეგროვება. „ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა  „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად. რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი ...

Read More »

“მოვუწოდებ საზოგადოებას, არ შეუერთდეს “ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს – ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე”

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რე, გიგა ბო­კე­რია მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფებ­სა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მო­უ­წო­დებს, არ შე­უ­ერ­თდნენ “ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტესტს. რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა. ბო­კე­რი­ას შე­ფა­სე­ბით, “ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის მთა­ვა­რი გზა­ნი­ლი არის ბრძო­ლა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. “ჩვენ ყვე­ლას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გვაქვს სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი უნ­დობ­ლო­ბი­სა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მი­მართ ყვე­ლა­ფერ­ში, ჩვენ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში დაბრუნებას და “ენკასთვის” ხელის შეშლას აანონსებს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხვალ, 26 მაისს თბილისიდან რიონის ხეობის მიმართულებით დაიძრებიან და ხელს შეუშლიან კომპანიის მუშაობას. ესაა გეგმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. “სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია… გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ამ ბრძოლაში ჩართულ ადამინებს და ხვალიდან ჩვენ დავიძრათ კოლონით აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით, ...

Read More »