“მოვუწოდებ საზოგადოებას, არ შეუერთდეს “ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს – ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე”

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რე, გიგა ბო­კე­რია მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფებ­სა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს მო­უ­წო­დებს, არ შე­უ­ერ­თდნენ “ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტესტს.

რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა.

ბო­კე­რი­ას შე­ფა­სე­ბით, “ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის მთა­ვა­რი გზა­ნი­ლი არის ბრძო­ლა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

“ჩვენ ყვე­ლას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გვაქვს სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი უნ­დობ­ლო­ბი­სა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მი­მართ ყვე­ლა­ფერ­ში, ჩვენ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ნე­ბის­მი­ერ დიდ პრო­ექ­ტში შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კე­უ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და გა­რე­მოც­ვის. ჩვენ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ბრა­ზის ამ მთავ­რო­ბის მი­მართ, იმის გამო, რომ ისი­ნი არ გრძნო­ბენ სა­ერ­თოდ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლად თავს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ვიცი, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ბევ­რი გულ­წრფე­ლი მო­ქა­ლა­ქე იყო ამ პრო­ტეს­ტის ნა­წი­ლი ამ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა ფორ­მით.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, ფაქ­ტია, რომ ამ პრო­ტეს­ტის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, სუ­ლის­კვე­თე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და შემ­დეგ­ნა­ი­რად, ეს არის ერთი მხრივ, ბრძო­ლა და კამ­პა­ნია უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან კამ­პა­ნია მი­უ­ღებ­ლო­ბის და სი­ძულ­ვი­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე­ო­რე მხრივ, კამ­პა­ნია კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კის წი­ნა­აღ­მდეგ,

არა კამ­პა­ნია მთავ­რო­ბის კო­რუფ­ცი­ი­სა ან ზო­გა­დად მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სწო­რედ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბია მათი ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლე­ბი. ვი­მე­ო­რებ, კამ­პა­ნია უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, კამ­პა­ნია მი­უ­ღებ­ლო­ბის და სი­ძულ­ვი­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლის, მე­ო­რე მხრივ, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კის წი­ნა­აღ­მდეგ, ყვე­ლა­ფერ იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც სჭირ­დე­ბა ჩვენ ქვე­ყა­ნას, რომ ამ ჭა­ო­ბი­დან ამო­ვი­დეს, რომ ჰქონ­დეს ყვე­ლა შან­სი სა­კუ­თა­რი შრო­მით ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ სწრაფ­ვის, რომ ვი­ყოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს შო­რის გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, ღირ­სე­უ­ლად და თა­ვი­სუფ­ლად იცხოვ­რებს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გზავ­ნი­ლე­ბია ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ეს არ ეხე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ამ პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ ინი­ცი­ა­ტი­ვა აქვს სწო­რედ ამ გან­წყო­ბი­ლე­ბებს, ეს არის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი. მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა გულ­წრფელ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ამ მთავ­რო­ბა­ზე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად, არ შე­უ­ერ­თდეს ამ პრო­ტესტს, მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუფს, არ აყვნენ ცდუ­ნე­ბას, რომ აი, იცი, ხალ­ხი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა და­ი­ნა­ხეს და ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამის გა­მო­ყე­ნე­ბის. ეს არ მო­ი­ტანს არც პრაგ­მა­ტუ­ლად, არც მო­რა­ლუ­რად კარგ შე­დეგს, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ მთავ­რო­ბის შეც­ვლა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კა, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სათ­ვის, ღირ­სე­უ­ლი ატ­მოს­ფე­რო ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის და დიახ, ცალ­კე აღე­ბუ­ლი, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ჰე­სე­ბი, რომ არ ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ მტერ­ზე, რუ­სეთ­ზე, გვქონ­დეს იაფი ენერ­გია და გან­ვი­თარ­დეს ეკო­ნო­მი­კა. ეს არის რე­ა­ლო­ბა და არა­ვინ არ უნდა აყ­ვეს ცდუ­ნე­ბას, ამ მო­მენ­ტში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბის გამო, ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და­ა­ყე­ნოს ეჭ­ვის ქვეშ“, – გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

Leave a Reply