“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხვალ, 26 მაისს თბილისიდან რიონის ხეობის მიმართულებით დაიძრებიან და ხელს შეუშლიან კომპანიის მუშაობას. ესაა გეგმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
“სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია… გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ამ ბრძოლაში ჩართულ ადამინებს და ხვალიდან ჩვენ დავიძრათ კოლონით აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია პროცესი… ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება მუშაობის”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.