Tag Archives: #გერმანია

ოლაფ შოლცი: ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, გაზმომარაგების სხვადასხვა წყარო გვქონდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს გაზის იმპორტი საქართველოში, რათა მიღწეული იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში. ამისათვის ევროპაში ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გაზის ურთიერთგაცვლას და იმპორტს ...

Read More »

გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის $68 მილიარდის მოცულობის სესხებს უზრუნველყოფს

გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის სესხების უზრუნველყოფას გეგმავს იმ ფონდიდან, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალთან გასამკლავებლად კომპანიების დასახმარებლად შეიქმნა. სახელმწიფო განვითარების ბანკ KfW-ის ზედამხედველობით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 67 მილიარდი ევრო ($67.9 მილიარდი) იქნება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის მიერ ენერგიის მიწოდების შემცირების შემდგომ, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისის ცენტრში მოექცა. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა ახალი გეგმის დამტკიცებას განიხილავს იმ ენერგოკომპანიების დასახმარებლად, ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გერმანული ენერგოკომპანია გაზპრომის წინააღმდეგ მილიარდებიან სარჩელს ამზადებს

გერმანული ენერგეტიკული კომპანია Uniper გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო. სააგენტო Reuters წერს, რომ საუბარია მილიარდობით ევროზე. გაზპრომის ქმედებებმა Uniper რეკორდულ ზარალზე გაიყვანა, ვინაიდან მას გაზის შეძენა გაცილებით მაღალ ფასში მოუწია. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 12,4 მლრდ ევრო დაკარგა, რის გამოც იძულებული გახდა, დახმარების მისაღებად გერმანიის მთავრობისთვის მიემართა. თავდაპირველად კომპანიამ განვითარების ბანკისგან (KfW) 9 ...

Read More »

გერმანია სამუდამოდ ემშვიდობება რუსულ გაზს

ენერგეტიკული ხიდი რუსეთი–ევროპა, რომელიც ბრეჟნევის პერიოდში აშენდა, სამუდამოდ დარჩება ისტორიის სანაგვეზე. გერმანიამ, გაზპრომის ერთ დროს უმსხვილესმა კლიენტმა, რუსული გაზის დაბრუნების იმედი დაკარგა და გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიღებაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინის მიღებაზე, შემდეგ ამ მილსადენით მიწოდება 20%–მდე შეამცირა და ბოლოს მთლიანად გააჩერა ეს გაზსადენი, გერმანულმა ენერგოკომპანიებმა მასობრივად დაიწყეს იმის კეთება, რაზეც უარს ...

Read More »

შოლცი: გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე

გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე მზადაა ტერმინალები თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად და გერმანიამ საკუთარი მარაგების ეკონომია დაიწყო. შოლცის განცხადებით, გერმანია მზადაა რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირებისთვის.

Read More »

ოლაფ შოლცი: რუსეთი არასანდო ენერგეტიკული პარტნიორია

რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსაციის ღონისძიებების მესამე პაკეტი წარმოადგინა – პირველ რიგში ენერგეტიკულ სექტორში, რუსეთის ფედერაციიდან ენერგომომარაგების პრობლემების ფონზე. მიუხედავად ამისა, კანცლერი ოპტიმისტურად არის განწყობილი გერმანიის ენერგომომარაგების საიმედოობის მიმართ. “ამ ზამთარს გადავრჩებით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან. ეს არის 65 მილიარდი ევროს საერთო მოცულობის პაკეტი, რომელიც ...

Read More »

ლაიფციგში ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

გერმანიაში, ლაიფციგში ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები ქუჩაში გააპროტესტეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი და სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მონაწილეობდნენ. მათ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებული ენერგეტიკული და სოციალური პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციებში მონაწილეობდნენ მემარცხენე პარტიები, რომელთა ლოზუნგი იყო „ცხელი შემოდგომა სოციალური სიცივის წინააღმდეგ“, ასევე ულტრამემარჯვენე ჯგუფები, როგორიცაა „თავისუფალი საქსონია“, რომლის წევრებიც უკვე ორი კვირაა ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმებას. აქციის დროს ლაიფციგის მოედანზე მობილიზებული იყო ...

Read More »

გაზის უმსხვილესმა გერმანულმა იმპორტიორმა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდა

გაზის უმსხვილესმა გერმანულმა იმპორტიორმა, კომპანია Uniper-მა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გერმანიის სახელმწიფო ბანკის მიერ უზრუნველყოფილ საკრედიტო ხაზს იყენებენ, რომელიც მოხმარდება სხვა მომწოდებლებისგან გაზის მოცულობის შესყიდვას. გასულ კვირას კომპანიამ გერმანიის მთავრობისგან დამატებით 4 მილიარდი ევროს სესხი აიღო აღნიშნული მიზნებისათვის. მანამდე კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მანამ შენარჩუნდება, სანამ არ მოიხსნება სანქციები, ...

Read More »

მაკრონი: საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთი ელექტროენერგიის სანაცვლოდ გერმანიას გაზს მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთი ელექტროენერგიის სანაცვლოდ გერმანიას გაზს მიაწვდის. „ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ გერმანიას გაზის გეგმასთან დაკავშირებით, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საჭიროა დარწმუნება, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა არ მოხდება და ფასები მაქსიმალურად კარგად გაკონტროლდება.

Read More »

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, თანხმა დაიხარჯება ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების კომპენსირებისთვის. ამასთან, გერმანიის მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ მოქალაქეები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ხოლო საწარმოები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. “ერთჯერადად სტუდენტები 200, ხოლო პენსიონერები 300 ევროს მიიღებენ. ამას გარდა, 2023 წლიდან გაიზრდება შემწეობა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავს”, – ნათქვამია ...

Read More »