Tag Archives: #ენერგოეფექტურობა

გერმანია ენერგორესურსებზე ფასების ზრდისგან დასაცავად 200 მილიარდ ევროს გამოყოფს

გერმანიის ფედერალური მთავრობა ქმნის მექანიზმს, რომელიც ენერგეტიკაზე მაღალი ფასების პირობებში მოქალაქეებისა და ბიზნესის ფინანსურ ტვირთის შეამსუბუქებს. შექმნილი. პროექტის მიხედვით, ფინანსთა ფედერალურმა სამინისტრომ ეკონომიკური სტაბილურობის ფონდისთვის (WSF) 200 მილიარდი ევროს სესხის აღების ნებართვა უნდა მიიღოს. ინფორმაციას dpa ავრცელებს. WSF-ის სახსრებს დაგეგმილი გაზის ფასების ლიმიტის დასაფინანსებლად გამოიყენებენ, ასევე ფინანსურად მძიმე ვითარებაში მყოფი ენერგორესურსების მიმწოდებლების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის ქმედებებმა აიძულა გაზი უფრო მაღალი ...

Read More »

ევროპის ქვეყნის ლიდერები მოსახლეობას ენერგორესურსების დაზოგვისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის ხელისუფლებისთვის ენერგიის დაზოგვა ახალი გამოწვევაა. ხუთშაბათს საფრანგეთში გამოცხადებული ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 10%-ით უნდა შემცირდეს სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი იქნება და საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეწარმეებს, რომლებიც ყოველწლიურ ფორუმზე შეიკრიბნენ, მოუწოდა, რომ დაუყონებლივ იმოქმედონ ენერგიის გამოყენების შესამცირებლად ზამთრის ბოლომდე, თუნდაც ეს ძალიან რთული აღმოჩნდეს. მაკრონი ევროპელებს დაპირდა, ბუნებრივი ...

Read More »
გეოთერმული ენერგია: დედამიწის სითბოს საზრიანი გამოყენება

ევროპა გეოთერმულ გათბობაზე 7,4 მლრდ დოლარს დახარჯავს

ევროპის გეოთერმული გათბობის ბაზარი, რომელიც წლების წინ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში დომინანტი იყო, შესაძლოა, საინვესტიციოდ მიმზიდველი მიმართულება ისევ გახდეს. ეს კი იმ ფონზე, როცა ევროპული ქვეყნები სულ უფრო ინტენსიურად ეძებენ გაზით გათბობის ალტერნატივებს. ამის შესახებ Rystad Energy ანალიტიკოსების აცხადებენ. მათი შეფასებით, ასეთი პროექტების ჯამური დადგენილი სიმძლავრე 2030 წლისთვის 6,2 გვტ-ს მიაღწევს, რაც 58%-ით მეტია ამჟამინდელ 3,9 გვტ მაჩვენებელზე. ამისთვის კი, როგორც ...

Read More »
ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

ენერგიის დაზოგვის მიზნით, საფრანგეთის საჯარო დაწესებულებებში ცხელ წყალს გამორთავენ

ენერგიის დაზოგვის მიზნით, საფრანგეთი საჯარო დაწესებულებებში ცხელ წყალს გამორთავს. „როიტერი“ საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ენერგიის მოხმარების შემცირების უფრო ფართო გეგმის ფარგლებში, ხელისუფლება მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს, საჯარო საცურაო აუზებზე წყლის ტემპერატურა ერთი გრადუსით შეამცირონ. როგორც „როიტერი“ წერს, ემანუელ მაკრონის მთავრობა 6 ოქტომბერს გამოაცხადებს სექტორ-სექტორული ენერგიის დაზოგვის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის შეწყვეტის ან გაზის დეფიციტის თავიდან აცილებას. მრეწველობას, შინამეურნეობებს და მუნიციპალურ ხელისუფლებას დაევალება ენერგომოხმარების შემცირება 10 პროცენტით, რუსეთის ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ზამთარი იქნება რთული, თუმცა მის გადასალახად ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს, რაც აუცილებელია

ზამთარი რთული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონის გადასალახად მუშაობენ. „ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს. ვიცით, რომ ოკუპანტები ასევე ემზადებიან ზამთრისთვის. ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სცენარები, რათა დავიცვათ ხალხი. ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, ზამთარი იქნება რთული. თუმცა იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამის რეგიონულ ასამბლეაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) რეგიონული ასამბლეის მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა EU4Environment-ის პროგრამის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ყურადღება გაამახვილა მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე. რომეო მიქაუტაძემ გამოყო პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკისა და მწვანე ინოვაციების დანერგვა, მწვანე ზრდის ინდიკატორების განვითარება და სხვ. მან დეტალურად ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები საქმიანობის შეჩერებაზე ფიქრობენ

ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული ფინანსური დარტყმის გამო, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ბოსტნეულის მწარმოებლები ფიქრობენ, თავიანთი საქმიანობა შეაჩერონ, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საკვების მიწოდებას, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. როგორც ფერმერები ამბობენ, გაზის ფასების მატება ყველაზე მეტად ბოსტნეულის მწარმოებელ ფერმერებს აზარალებს. „ელექტროენერგიისა და გაზის ფასების მატება გავლენას მოახდენს ზამთარში, გამთბარ სათბურებში მოსაყვან კულტურებზე, როგორებიცაა პომიდორი, წიწაკა და კიტრი, ასევე, ისეთ კულტურებზე, ...

Read More »

ლიეტუვამ პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დაასრულა

ლიეტუვაში ენერგიის შემნახველი პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული პარკი ქვეყნის ენერგოსისტემას მასში დაფიქსირებული ხარვეზის შემთვევაში უწყვეტად მოამარაგებს ელ-ენერგიით. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. „მშენებლობა დასრულებულია, ახლა ვაპირებთ მის გატესტვას“, – წერია ინფორმაციაში. ენერგიის შემნახველი ელემენტების პარკი საშუალებას მისცემს ქვეყანას ენერგომოხმარების უწყვეტობა უზრუნველყოს, ავარიული სიტუაციების შემთხვევაში. როგორც უწყება აღნიშნავს, ისინი ფაქტობრივად წამიერად ირთვებიან, მაშინ, როცა ახლანდელ სისტემებს ამისთვის ...

Read More »

Ethereum ბლოკჩეინ ქსელის განახლებით ელექტროენერგიის 99%-ს ზოგავს

ეთერიუმმა დაასრულა ბლოკჩეინ ქსელის განახლება, რომელიც დღესდღეობით კრიპტო სამყაროში ყველაზე ამბიციურ ცვლილებად ითვლება. ამ სიახლის გაჟღერებისთანავე ეთერიუმის კაპიტალიზაცია $1,2 მლრდ–ით გაიზარდა. განახლება სახელწოდებით ,,Merge’’ ხუთშაბათს დილით დასრულდა. ცვლილებები როგორც ტრანზაქციებს ასევე ენერგიის მოხმარებასაც შეეხო. Bloomberg-ის ინფორმაციით ეთერიუმი 99%-ით უფრო ენერგოეფექტური გახდა. წყარო: gbc.ge

Read More »

ევროკავშირის ენერგეტიკული კრიზისი: ბრიუსელი უკიდურეს ზომებს იღებს

ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ უპრეცედენტო ვითარებაში, ევროკავშირს მოუწევს უპრეცედენტო ზომების მიღება. ეს ფრაზა უკვე რამდენიმე დღეა მეორდება ბრიუსელში. ყველა ქვეყნის პოლიტიკოსი თანხმდება, რომ ახლა დისკუსიის დრო არ არის – გადაწყვეტილებები სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული. პრობლემები, რომელთა გადაჭრას ჩვეულებრივ ერთზე მეტი საკანონმდებლო პერიოდი დასჭირდება, ევროკავშირს მოუწევს რამდენიმე დღეში გადაჭრას, უკიდურეს შემთხვევაში – კვირაში: ენერგიის ფასები ასტრონომიულია, ზამთარი კი ახლოვდება და სოციალური ზეწოლა ...

Read More »