Tag Archives: #განახლებადი

გიორგი ჩიქოვანი: “მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება”

„მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება“ – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ფონდის მიმდინარე და სამომავლო პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დიდი, აუთვისებელი პოტენციალი. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო წლებია საქართველოში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად მუშაობს მწვანე წყალბადის შესწავლის საკითხებზე. პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა სახის საერთაშორისო და ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი: “რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოტანილი, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია არ აზიანებს გარემოს?”

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერგია სჭირდება ქვეყანას, რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება და რომ შეიძლება სულაც არ არის აუცილებელი დამატებით ამდენი ჰიდროპროექტის მშენებლობა და არსებული გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციის შემდეგ, ასევე მზისა და ქარის რესურსების დახმარებით, თავისუფლად შეძლებს ქვეყანა ...

Read More »
გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

“ვიმედოვნებთ, მომავალ წელს ქარის რამდენიმე სადგური ამოქმედდება”

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” გეგმებით, მომავალ წელს საქართველოში რამდენიმე ქარის სადგურმა უნდა დაიწყოს ფუნქციონირება. მათ შორის, საუბარია ქარის სადგურებზე ზესტაფონში, ნოგაზასა და რუისში. “ქარის სადგურის რამდენიმე პროექტი გვაქვს. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატს აღემატება. ახლა ეს პროექტები შესწავლის სტადიაზეა. წლის ბოლოსთვის გადავალთ სამშენებლო ეტაპზე და ალბათ, მომავალი წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტები ოპერირების რეჟიმში გადავა”,- განაცხადა ფონდის დირექტორმა, გიორგი ...

Read More »
მზის ენერგიის სადგური წელიწადში 6 ათას ჩიტს ანადგურებს

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ამუშავებს

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ამჟამად მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ამუშავებს. მათ შორის, ერთ-ერთია 5 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური კახეთის რეგიონში, კერძოდ უდაბნოში, რომლის ფუნქციონირებაც სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. „ჩვენ ამჟამად მზის ელექტროსადგურის 3 პროექტს ვამუშავებთ. სხვადასხვა სიმძლავრის – 5მგვტ, 125მგვტ და 50მგვტ. მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 50 მილიონის ფარგლებში იქნება და ეს მზის სადგურები ასევე შეემატებიან ჩვენს გენერაციას ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

მსოფლიოში განახლებადი ენერგიის რეკორდული მოცულობა გამომუშავდა

2020 წელს განახლებადი ენერგიის რეკორდული მოცულობა შეიქმნა. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდანაა ჩადებული. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ანგარიშის მიხედვით, განახლებადი ენერგიის წყაროების (RES), ძირითადად ქარისა და მზის ენერგიის, წილმა 2020 წელს შეადგინა ახალი ელექტროენერგიის გამომუშავებელი სიმძლავრეების 82%, ხოლო წინა წლის 73%. ახალი განახლებადი სიმძლავრის ნახევარზე მეტი დამონტაჟდა ჩინეთში – 136 GW. 2020 წლის ბოლოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავების სიმძლავრეების ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

მსოფლიოს უდიდესი აქტივების მართვის ფონდი პირველ მწვანე გარიგებას დებს

ნორვეგიის $1.3 ტრილიონის ღირებულების აქტივების მართვის ფონდმა მწვანე ენერგიის ინფრასტრუქტურაში პირველი ინვესტიცია განახორციელა. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც მას აქტივების კლასში გადასვლის უფლება მისცეს, მსოფლიოს უდიდესი სუვერენული ინვესტიციის მექანიზმი დანიური Orsted-გან 752 მეგავატიანი Borssele 1 & 2 ოფშორული ქარის ელექტროსადგურის 50%-ს შეისყიდის. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გარიგების ღირებულება 1.4 მილიარდი ევროა. Orsted-ის გარიგება პირველი შემთხვევაა, როცა ფონდი განახლებადი ენერგიის ...

Read More »

“წარმოიდგინეთ ჰესის 433 მეგავატი სიმძლავრის მისაღებად რამხელა ტერიტორიის “დატბორვაა” საჭირო მზის პანელებით”

Facebook სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი, სადაც ის ირწმუნება, რომ ერთი ნამახვანჰესის ნაცვლად, შეძლება, ჯამში, 5-ჯერ მეტი სიმძლავრის 8 ცალი 234-მეგავატიანი მზის ელსადგურის მშენებლობა, რომელიც გარემოზე ზიანის მიყენების გარეშე შეძლებს ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას. აღნიშნულ პოსტს საკუთარ გვერდზე გურამ ნიკოლაშვილი ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ურანის საბადოს შემდეგ საქართველოს ბნელ მხარეში ანტიჰესერები თავის მრევლს სიცრუის მორიგ დოზას სთავაზობენ. მრავალათასიანი გავრცელებით. ეს ის ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

განახლებადი ენერგიის ლიდერები აშშ და ჩინეთი არიან

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო Irena-ს თანახმად, გასულ წელს, ჩინეთსა და აშშ-ში ინვესტიციების წყალობით, განახლებადი ენერგიის რეკორდული რაოდენობის სიმძლავრეები შეიქმნა. აბუ დაბიში დაფუძნებული Irena ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები,  ძირითადად ქარისა და მზის ენერგიის სახით, 2020 წელს ელექტროენერგიის ახალი სიმძლავრეების 82%-ს შეადგენდა. ჩინეთმა არსებულ სიმძლავრეებს 136 გიგავატი დაამატა, რაც ესპანეთის ელექტროენერგიის მთლიან წარმოებას უტოლდება. ”ეს ციფრები შესანიშნავ ამბავს მოგვითხრობს. მიუხედავად რთული პერიოდისა, ...

Read More »

ვირუსი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

რამოდენიმე წლის წინ, ლოურენსის სახელობის ეროვნულმა ლაბორატორიამ ბერკლიში აღმოაჩინა ვირუსი, რომელსაც შეეძლო ელექტროენერგიის გენერირება მოდიფიცირებული მასალების დეფორმაციის გზით. აღნიშნული თვისებების დემონსტრირება შეძლეს საკმაოდ უწყინარმა ბაქტერიოფაგების ტიპის ვირუსებმა – M13. M13 ბაქტერიოფაგები მხოლოდ ბაქტერიებს უტევენ და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წამოადგენენ. როგორც ყველა ვირუსი, ის საათში შეიძლება მილიონჯერაც კი გამრავლდეს, შესაბამისად, მისი, როგორც ენერგიის წყაროს მარაგი, საკმაოდ დიდია. მეცნიერებმა ხსენებული ექსპერიმენტი ჩაატარეს ...

Read More »

სევილიაში ფორთოხლისგან ელექტროენერგიის მიღებას ცდილობენ

ესპანეთის ქალაქ სევილიაში ყოველწლიურად 50 ათასამდე ფორთოხლის ხე იზრდება, თუმცა, მოსახლეობა ადგილობრივ მჟავე ფორთოხალს იშვიათად მოიხმარს. შედეგად ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებით დაყრილ ფორთოხალს, რომელიც ლპება. ციტრუსისგან ელექტროენერიის მიღების იდეა ადგილობრივ კომპანია Emasesa-ს ეკუთვნის. ისინი ხილს სპეციალურ დაწესებულებაში ათავსებენ, ფორთოხლის წვენისგან კი იღებენ მეთანს, რომლისგანაც ენერგიის მიღებაა შესაძლებელი. საპილოტე ვერსიის ფარგლებში, ფორთოხლის ერთი ტონიდან 50-მდე კილოვატსაათი ენერგია გამომუშავდება. შედეგად ელექტროენერგიას 73 ...

Read More »