რამოდენიმე წლის წინ, ლოურენსის სახელობის ეროვნულმა ლაბორატორიამ ბერკლიში აღმოაჩინა ვირუსი, რომელსაც შეეძლო ელექტროენერგიის გენერირება მოდიფიცირებული მასალების დეფორმაციის გზით. აღნიშნული თვისებების დემონსტრირება შეძლეს საკმაოდ უწყინარმა ბაქტერიოფაგების ტიპის ვირუსებმა – M13.
M13 ბაქტერიოფაგები მხოლოდ ბაქტერიებს უტევენ და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წამოადგენენ. როგორც ყველა ვირუსი, ის საათში შეიძლება მილიონჯერაც კი გამრავლდეს, შესაბამისად, მისი, როგორც ენერგიის წყაროს მარაგი, საკმაოდ დიდია.
მეცნიერებმა ხსენებული ექსპერიმენტი ჩაატარეს გენერატორის საშუალებით, რომელიც თავად შექმენს და რომელიც აწარმოებდა მცირე ზომის თხევადკრისტალური დისპლეის ფუნქციონირებისთვის საკმარის ელექტროენერგიას. ის მუშაობდა სპეციალურად გამოყვანილი ვირუსებით დაფარულ პატარა ზომის ელექტროდზე თითის დაკაკუნებით. ვირუსები ხსენებული დაკაკუნების ძალას ელექტრულ მუხტად აქცევედნენ.
აღნიშნულმა ექსპერიმენტმა ნათლად დაგვანახა, რომ მომავალში შესძლებელი იქნება მცირე ზომის ელექტროტექნიკისთვის ენერგიით ურუნველყოფა ყოველდღიურობისთვის დამახასიათებელი ისეთი აქტივობების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად, კარის დახურვა ან კიბეებზე ასვლა.
მაგრამ, ხსენებულ მეთოდს აქვს ერთი ნაკლი: მსგავსი პიეზოელექტრული (შენიშვნა: პიეზოელექტრობა არის კრისტალებში და ზოგიერთ სხვა მყარ მასალებში მექანიკური დაძაბვისას ელექტრული მუხტის წარმოქმნა) მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო მასალები ტოქსიკურია და მათთან მუშაობა ძალიან რთულია, რაც ზღუდავს ტექნოლოგიის ფართო გამოყენებას.
თუმცა, აღნიშნული ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად მეცნიერები აქტიურად განაგრძოებენ მუშაობას: “ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ მეთოდის დახვეწის გზებზე”, – აცხადებენ ისინი. ”ბიოტექნოლოგია გენმოდიფიცირებული ვირუსების ფართომასშტაბიანი წარმოების საშუალებას იძლევა, ვირუსებზე დაფუძვნებული პიეზოელექტრული მასალები კი გვთავაზობენ მიკროელექტრონიკის განვითარების მარტივ და ახალ გზას ”.
ნინო სამადაშვილი