Tag Archives: #ენერგოეფექტურობა

პაკისტანში ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები 08:30 საათისთვის დაიხურება

პაკისტანის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები საღამოს 8:30 საათისთვის დაიხურება. ეს ენერგორესურსების დაზოგვის ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც პაკისტანის ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. Associated Press წერს, რომ პაკისტანმა ხსენებული ნაბიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების ფონზე გადადგა. ხელისუფლებამ საქორწილო დარბაზებისა და რესტორნების საღამოს 10 საათზე დახურვის ბრძანებაც გასცა. მთავრობის შეფასებით, ზომები ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას და იმპორტირებულ ნავთობზე დანახარჯების ...

Read More »

ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. როგორც BBC იუწყება, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2023 წლის პირველ დღეებში, ჰაერის ტემპერატურამ პლიუს 18.9 გრადუსს მიაღწია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კი, 25.1 გრადუსზე მეტია. როგორც დასავლური მედია იუწყება, ბილბაოში ტემპერატურა, ივლისის თვის საშუალო ტემპერატურას გაუტოლდა. რეკორდულად მაღალია ტემპერატურა ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და დანიაშიც. შვეიცარიაში სინოპტიკოსებმა პლიუს 20 გრადუსი დააფიქსირეს. მაღალი ტემპერატურა შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ნეგატიურად აისახა.

Read More »

Deloitte ეკონომიის მიზნით ოფისებში ტემპერატურას 2 გრადუსით ამცირებს

საკონსულტაციო და საბუღალტრო ფირმა Deloიtte დიდ ბრიტანეთში ეკონომიისა და ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით, ოფისებში 2 გრადუსით ამცირებს ტემპერატურას. კომპანიის განცხადებით მის ოფისებში, ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირება დეკემბერში 75,000 ფუნტის ეკონომიას მოიტანს. Deloitte-მა ბრიტანეთში 23000 თანამშრომელს განუცხადა, რომ მისი ოფისები ახლა 19-დან 22C-მდე გათბება. Financial Times-ის ინფორმაციით, Deloitte-მა  ტემპერატურა შეამცირა ევროპის  სხვა ოფისებშიც. წყარო: gbc.ge

Read More »

ევროპის მაცხოვრებლები კრიზისის გამო ელექტროენერგიის დაზოგვის გზებს ეძებენ

გათბობისა და ელექტროენერგიის მზარდი გადასახადები ევროპელებს ენერგიის მოხმარებისა და ხარჯების შემცირების გზების ძიებისკენ უბიძგებს – ევროპელები სულ უფრო აქტიურად აყენებენ მზის პანელებს სახლის სახურავებზე. ავტორიტეტულ გამოცემა Bloomberg-ს მაგალითად მოყავს შვედი მატს იოჰანსონი, რომელმაც ჰალმსტადში საკუთარი სახლის სახურავზე 13,5 კილოვატი სიმძლავრის 30 მზის პანელი დაამონტაჟა. Bloomberg-ი განმარტავს, რომ ქვეყანას ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ენერგიის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს – ...

Read More »
Tesla ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმილატორების ქარხანას აშენებს

Tesla, შანხაის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

Tesla, შანხაის ქარხანაში დეკემბრის ბოლო კვირაში წარმოეას აჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც COVID-19 ინფექცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან ჩინეთში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შერბილდა. ელექტრომობილების გიგანტი გეგმავს შეაჩეროს Model Y წარმოება ქარხანაში 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, რადგან ქარხნის მუშები და მისი მომწოდებლები ავადდებიან COVID19-ის ახალი ტალღის ფარგლებში.

Read More »

არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინის მოსახლეობას 2,5 ათას ელექტროგენერატორს გადასცემს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება უკრაინის მოსახლეობას 2,5 ათას ელექტროგენერატორს გადასცემს. ამის შესახებ სააგენტო WAM-ი წერს. მისი ინფორმაციით, 1,2 ათასი გენერატორი ვარშავაში 24 დეკემბერს გაიგზავნა, დარჩენილი ნაწილი კი უკრაინაში 2023 წლის იანვარში ჩავა. ელექტროგენერატორების მიწოდება ხორციელდება 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინის მოსახლეობას გამოუყო.

Read More »

ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე ტარიფები უცვლელია

მიმდინარე ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე უცვლელია ტარიფები – ეს არის სემეკის შეფასება. ჩვენ მოვახერხეთ ენერგორესურსების იმგვარად გადანაწილება, რომ დამატებითი წნეხი არ შეექმნა ენერგოდისტრიბუტორ კომპანიებს და აქედან გამომდინარე, მიმდინარე ...

Read More »

ბერგამო ბუჩაში “თბილ წერტილებს” ააშენებს, სადაც ადგილობრივებს გათბობა შეეძლებათ

იტალიის ქალაქ ბერგამოს ხელისუფლება ბუჩაში “თბილი წერტილების” აშენებას დააფინანსებს, რომლებშიც მოსახლეობას გათბობის შესაძლებლობა ექნება. “თბილის წერტილები”  დახურული ტიპის ოთახებია, რომელთა გათბობა მოხდება. როგორც უკრაინაში იტალიის საელჩოში განმარტავენ, ასეთი 11 „პუნქტი“ იქნება და მათ მშენებლობას დააფინანსებს ბერგამოს მერია, CESVI საქველმოქმედო ფონდთან ერთად. CESVI უკვე 40 წელია, აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ადგილობრივი კონფლიქტებით დაზარალებულებს ეხმარება.

Read More »

ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის” გადასალახად 8,5 მილიონ ევროს გამოუყოფს

ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის გადასალახად” ფინანსურად დაეხმარება და 8,5 მილიონ ევროს და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს სურს დატოვოს უკრაინა სიბნელეში და სიცივეში, ჩეხეთი კი მზად არის, დაეხმაროს უკრაინას გენერატორებით და ენერგო გათიშვის დროს, მიაწოდოს სკოლებს და საავამდყოფოებს ელექტროენერგია, რადგან სკოლებსა და საავადმყოფოებს სითბო და ...

Read More »

ესპანეთი უკრაინას 100-ზე მეტ ტრანსფორმატორს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 163 ერთეულ განახლებულ აღჭურვილობას გადასცემს ელექტრო ქვესადგურებისთვის. ეს ინფორმაცია 13 დეკემბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ სხვა დახმარებასთან ერთად ერთად, ესპანეთი უკრაინას გადასცემს 107 დენის ტრანსფორმატორს და 28 ძაბვის ტრანსფორმატორს, 26 ელვისებურ ტრანსფორმატორს, ელვისებურ დამცავ მოწყობილობას და ორ გამთიშავს, ელექტრომექანიკურ აღჭურვილობას, რომელიც სარემონტო სამუშაოებისთვის ელექტროსქემების მექანიკური იზოლაციის საშუალებას იძლევა. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ...

Read More »