Tag Archives: #გაზი

ევროპა რუსეთს გაზის გარდა ნახშირსაც სთხოვს

ელექტროენერგიის ევროპელი მწარმოებლები იძულებულები არიან, რუსეთს ნახშირის მიწოდების გაზრდა სთხოვონ.  გაზის მწვავე დეფიციტის ფონზე  ეს მოძველებული, ეკოლოგიურად ყველაზე ბინძური საწვავი, დღეს ენერგოკრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახდა. თუმცა, ეს იმედიც შეიძლება  გაქარწყლდეს, რადგანაც რუსეთი მიწოდებას ვერ გაზრდის. ხოლო ევროპამ, რომელიც ალტერნატიული ენერგეტიკის დანერგვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს, ნახშირის მოხმარების მკვეთრი შემცირება დიდი ხნის წინ დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მწვანე ენერგეტიკა მასზე ...

Read More »

OPEC: მსოფლიო მასშტაბით გაზის მარაგები კატასტროფულად შემცირებულია

მსოფლიოში გაზის დადასტურებული მარაგების მოცულობა 2020 წლის ბოლოს 0.4%-ით შემცირდა – 206.7 ტრილიონ კუბურ მეტრამდე. OPEC-ის ყოველწლიური სტატისტიკური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში გაზის ყველაზე დიდ მარაგს რუსეთი ფლობს 48.9 ტრილიონი კუბური მეტრის მაჩვენებლით (0.4%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს). ირანი მეორე ადგილზეა: ქვეყნის დადასტურებული მარაგები 34 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს (0.3%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს). სამეულში ხვდება ყატარი – 23.8 ტრილიონი კუბური მეტრი მოცულობით. ...

Read More »

უკრაინულ Naftogaz-ზე სრულ კონტროლს უკრაინის მთავრობა იღებს

27 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზისა და ნავთობის კომპანია Naftogaz-ის სამეთვალყურეო საბჭოს დარჩენილი სამი წევრიც გაათავისუფლა. მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბებამდე და მისი ახალი წევრების არჩევამდე, კომპანიის ფუნქციონირებაზე გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მიიღებს. აღნიშნული კომპანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც აპრილში მთავრობამ მისი აღმასრულებელი დირექტორი, ანდრი კობოლიევი გაათავისუფლა და მის ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

გაზის გლობალური კრიზისი საქართველოს ვერ შეეხება

ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში ბუნებრივი გაზის კრიზისი მწვავდება, რაც შესაძლოა, სხვა იმპორტიორ ქვეყნებზე გადამდები აღმოჩნდეს, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად გლობალურ ენერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. კრიზისისგან დამცავ გზებს ეძებეს უამრავი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, რადგან კრიზისი, პირდაპირ თუ ირიბად, შეიძლება ჩვენც შეგვეხოს. რამდენად დაცულია საქართველო, როგორც გაზის უწყვეტი მომარაგების, ასევე ფასების მხრივ, ამის გარკვევას ,,კომერსანტი“ დარგის სპეციალისტებთან შეეცადა. როგორც ანალიტიკოსები ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ევროპაში ენერგოკრიზისი იწყება, საქართველოში კი – მორიგი გაძვირება

ნავთობის ფასი 3-წლიან მაქსიმუმს მიუახლოვდა – შავი ოქროს ღირებულება 79 დოლარამდე გაიზარდა – ბოლოს ამაზე მაღალი ფასი- 80 დოლარი – 2018 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ეს უკვე კრიტიკული ნიშნულია. ევროპაში საწვავის კრიზისი დაიწყო, ბრიტანეთში ავტოგასამართ სადგურებთან რიგებია, სხვა ქვეყნებში კი მზარდი დაძაბულობა და საოცარი სიძვირე. საქართველოშიც გაძვირებას ელიან, თუმცა ნავთობპროდუქტების დეფიციტს გამორიცხავენ. ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზია გაზის კრიზისი ევროპაში. მას შემდეგ, ...

Read More »

სენატორი ჯიმ რიში: რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე პოზიციის გამო აკრიტიკებს. „ადმინისტრაციამ ცოტა რამეს მიაღწია ამ პროექტისადმი თავისი მიდგომით“, – აღნიშნა სენატორმა. ჯიმ რიშის თქმით, „რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს და ევროპაზე თავისი ენერგეტიკული გავლენა გააძლიეროს“. 23 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი ...

Read More »

ევროპაში გაზი გაძვირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასმა 30 სექტემბრის სავაჭრო სესიის დროს საკუთარი რეკორდი განაახლა და მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ICE Futures–ის ბირჟაზე გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1,187,45 აშშ დოლარს მიაღწია. ამ კვირის დასაწყისში, გაზის ფასი ევროპაში პირველად გადააჭარბა 1000 აშშ დოლარს 1000 კუბურ მეტრზე. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავი ორი მესამედით შეავსო

ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, გერმანია  გაზის მარაგების შევსებას განაგრძობს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა, ბეატე ბარონმა განაცხადა. ”ჯერჯერობით გერმანიაში გაზით უზრუნველყოფის შეფერხება არ არსებობს. სიტუაცია დადებითია, ენერგეტიკული უსაფრთხოება მაღალ დონეზეა”, – აღნიშნა სპიკერმა. ბარონის თქმით, გაზის საცავი 66.63%-ით არისავსებული, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 64% იყო. ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა გაიხსენა, რომ გერმანიას აქვს გაზის დიდი საცავი: მოცულობით ევროპაში პირველი ...

Read More »

შემცირების შემდეგ, გაზის ფასი ისევ გადასცდა $1000-იან ნიშნულს

ევროპაში გაზის ფასმა 29 სექტემბრის სავაჭრო სესიის დროს საკუთარი რეკორდი განაახლა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ICE Futures–ის ბირჟაზე გაზის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1,053 აშშ დოლარადმე გაიზარდა. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა. ენერგიაზე საერთაშორისო ...

Read More »
ნაციონალები სომხეთისათვის გაზის გადაკეტვისკენ მოგვიწოდებენ

სამეგრელოში დამატებით მოხდება 26 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში დამატებით 26 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაო ჩატარდება. განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, აბაშის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ხობის მუნიციპალიტეტში: პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი ხორგა, ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური, საალანიო-საფაჩულიო. სენაკი: მუხური-ხორგიში, გოლასკური, ...

Read More »