შემცირების შემდეგ, გაზის ფასი ისევ გადასცდა $1000-იან ნიშნულს

ევროპაში გაზის ფასმა 29 სექტემბრის სავაჭრო სესიის დროს საკუთარი რეკორდი განაახლა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ICE Futures–ის ბირჟაზე გაზის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1,053 აშშ დოლარადმე გაიზარდა.

ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ რუსულმა “გაზპრომმა” ზაფხულის განმავლობაში შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში. შედეგად, ევროპის გაზსაცავებს ჩვეულებრივზე უფრო მცირე რეზერვები აქვთ.

Leave a Reply