ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, გერმანია გაზის მარაგების შევსებას განაგრძობს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა, ბეატე ბარონმა განაცხადა.
”ჯერჯერობით გერმანიაში გაზით უზრუნველყოფის შეფერხება არ არსებობს. სიტუაცია დადებითია, ენერგეტიკული უსაფრთხოება მაღალ დონეზეა”, – აღნიშნა სპიკერმა.
ბარონის თქმით, გაზის საცავი 66.63%-ით არისავსებული, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 64% იყო.
ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა გაიხსენა, რომ გერმანიას აქვს გაზის დიდი საცავი: მოცულობით ევროპაში პირველი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე. :
ამასთან, როგორც ცნობილია, ფასების ზრდის გამო, გერმანულმა კომპანიამ Deutsche Energiepool–მა შეწყვიტა გაზის მიწოდება და დაარღვია კონტრაქტები მომხმარებლებთან.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფიუჩერსულ ბაზარზე ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შესყიდვის ფასები სამჯერ გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი შესყიდვების ფასები დაახლოებით ხუთჯერ არის მომატებული.
წყარო: report