Tag Archives: #გერმანია

ბუნდესტაგის წევრი აცხადებს, რომ შოკირებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან, გერმანიამ რუსეთს ენერგორესურსებისთვის 12.1 მილიარდი ევრო გადაუხადა

ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი („მწვანეთა“ ფრაქციის წევრი), იურგენ ტრიტინი აცხადებს, რომ შოკირებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან, გერმანიამ რუსეთს ენერგორესურსებისთვის 12.1 მილიარდი ევრო გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. გერმანელი პარლამენტარის თქმით, საუბარია შუალედურ მაჩვენებლებზე და ამ მომენტში რუსეთის მსოფლიო ბაზრებიდან სტრატეგიული განდევნა ხდება.    

Read More »

შოლცი: გერმანიამ სწრაფად და უსაფრთხოდ უნდა მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთისგან. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს „ჩვენ ძალიან დიდხანს და ცალმხრივად ვეყრდნობოდით რუსეთიდან ენერგიის მოწოდებას. ძველი ფორმულა, რომლის მიხედვით რუსეთი არის საიმედო პარტნიორი გერმანიისთვის, კრიზისულ სიტუაციაშიც კი უკვე არ გამოიყენება“, – განაცხადა კანცლერმა. გაზეთის ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ უნდა მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა რაც ...

Read More »

გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში წარდგენაზე თანხმობა უკან გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია „გაზპრომის“ აქციონერთა ყოველწლიური კრებისთვის მომზადებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. შრიოდერის კანდიდატურა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე წამოაყენეს. შრიოდერი იმ დროს როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ შრიოდერმა მაშინვე არ დატოვა როსნეფტი, რისთვისაც ის გერმანიაში გააკრიტიკეს. შრიოდერმა რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომის შესახებ მაისის მეორე ნახევარში განაცხადა. ამასთან, ყოფილმა კანცლერმა თქვა, ...

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

“გაზპრომმა” განაცხადა, რომ Shell-თან დადებული კონტრაქტით გერმანიას გაზს აღარ მიაწვდის

იმის გამო, რომ ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა უარი თქვა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, “გაზპრომ ექსპორტი” მას 1 ივნისიდან გაზს არ მიაწვდის. ამის შესახებ გაზპრომმა 31 მაისს Telegram-ში განაცხადა. “Shell Energy Europe Limited-მა აცნობა “გაზპრომ ექსპორტს”, რომ იგი არ აპირებს გადაიხადოს გადასახდები რუბლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების და “გაზპრომ ექსპორტის” მიერ შეთავაზებული სქემის შესაბამისად. ამ კონტრაქტით მიწოდების მაქსიმალური ...

Read More »

შოლცი: გერმანია რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ მაღალი ტემპით მიიწევს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ “ძალიან მაღალი ტემპით და დიდი აქტიურობით” მიიწევს. ამის შესახებ კანცლერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. „გერმანიამ ამ სიტუაციისთვის მზადება ძალიან ადრე დაიწყო. უკვე დეკემბერში დავიწყე მოლაპარაკებები შესაბამის სამინისტროებსა და დეპარტამენტებთან იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა ესკალაციის შემთხვევაში და რა შედეგები მოჰყვებოდა ენერგომომარაგებას. ამიტომ, ჩვენ კარგად მოვემზადეთ და ყველა ზომა მივიღეთ. წინ უკიდურესად მაღალი ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

უკრაინამ გერმანიისგან Nord Stream 1-ის შეჩერება მოითხოვა

უკრაინა გერმანიისგან ითხოვს შეაჩეროს ან მკვეთრად შეამციროს ბუნებრივი აირის ნაკადები Nord Stream 1 გაზსადენზე. ამის შესახებ 27 მაისს კომპანია “Оператор ГТС Украины-ის” გენერალურმა დირექტორმა სერხი მაკოგონმა განაცხადა. მაკოგონმა თქვა, რომ უკრაინის GTS ოპერატორმა ნაფტოგაზთან ერთად მიმართა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს Nord Stream 1-ის გამორთვის შესახებ. “ეს ნაკადი მუშაობდა გამორიცხვის საფუძველზე, რათა უზრუნველყოს გაზის უსაფრთხოება ევროპაში. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიზეზები, რის ...

Read More »
ბრიტანეთის ხელისუფლება ქვანახშირის ენერგიაზე უარს ამბობს

რუსეთიდან გაზის შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანია ქვანახშირის ელექტროსადგურებს აამუშავებს

გერმანია ქვანახშირსა და ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებას, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს. ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი საგანგებო განკარგულებას გამოაქვეყნებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, განაახლოს ელექტროსადგურების მუშაობა, რომლებიც უნდა დახურულიყო გერმანიის ნახშირისგან გათავისუფლების გეგმის მიხედვით. “ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის სექტორში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მოკლევადიანი გამოყენება შესაძლებელი გახდება”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა. საგანგებო ...

Read More »

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ყატარმა 2024 წლიდან გერმანიისათვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება დაიწყოს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყატარი მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის სამომავლო ენერგეტიკულ სტრატეგიაში რუსული გაზის დივერსიფიკაციისთვის. „ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია თავის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რათა გემით თხევადი გაზის იმპორტი იყოს შესაძლებელი. ეს დიდი ნაბიჯია და ყატარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ...

Read More »

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსული კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია „როსნეფტი“ ავრცელებს. „ნავთობკომპანია „როსნეფტი“ იტყობინება, რომ გერჰარდ შრედერმა და მატიას ვარნიგმა კომპანიის დირექტორთა საბჭოში მათი უფლებამოსილების გაგრძელების შეუძლებლობის თაობაზე განაცხადეს“ , – ნათქვამია „როსნეფტის“ ინფორმაციაში. ცნობისთვის, მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. მიზეზად მედიაში ასახელებდნენ შრედერის კავშირებს რუსეთის ...

Read More »