Tag Archives: #ენერგეტიკა

დღეს თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

4 იანვარს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვახტანგ ლეჟავას, კეკელიძის (ნაწილობრივ) და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Read More »

აფეთქებები კიევში – თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია კიევში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით. ეაფეთქებებით შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა რუსების მიერ განხორციელებული შეტევის დროს, 19 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 31 დეკემბერს დედაქალაქზე მიტანილი იერიშების შედეგად, ცნობილი ხდება კიდევ 1 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა 110-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს სუმის ოლქზე. შ ეტევა განხორციელდა 9 უკრაინულ ოლქზე, დაღუპულია 1 და დაშავებულია 7 ადამიანი. ასევე 5 ...

Read More »

კლიჩკო: უკრაინელები ფიქრობენ, რომ გათბობის გარეშე ყოფნა უკეთესია, ვიდრე დანებება

“რუსებს დეპრესიის მოტანა სურთ განსაკუთრებით ახლა, შობის დღესასწაულზე, ახალ წელს. რუსები მიზნად ისახავენ, რომ შავ დროში გადაგვაგდონ, უშუქოდ, გათბობის გარეშე. მაგრამ უკრაინელი ხალხი ძალიან გაბრაზებულია და ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე ყოფნა უკეთესია, ვიდრე დანებება.” განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ლიეტუვაში დენი და გაზი გაძვირდა

ლიეტუვის ენერგეტიკის რეგულირების სახელმწიფო საბჭომ 2023 წლის პირველი ნახევრისთვის ელექტროენერგიისა და გაზის გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Ignitis grupe-ის (ყოფილი Lietuvos energija) ინფორმაციით, სტანდარტული ერთნაწილიანი ტარიფი 1-ლი იანვრიდან კვტ/სთ-ზე, სახელმწიფო კომპენსაციითა და დღგ-ს ჩათვლით, 28 ცენტი, ხოლო კომპენსაციის გარეშე 56,5 ცენტი იქნება, რაც ამჟამინდელ ოდენობაზე 17%-ით მეტია. საკვები პროდუქტების დამამზადებელი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი სახელმწიფო კომპენსაციით ...

Read More »

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვასა და ენერგოინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშების მიტანას. იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა კიევში. ქალაქ ლვივის 90 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ასეთი სარაკეტო თავდასხმებით მხოლოდ საქმეს ირთულებს და  სულ უფრო ნაკლები რაკეტა რჩება. ამ მომენტისთვის უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის დეფიციტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კიევსა და მის შემოგარენში, ლვივის, ოდესის, ხერსონის, ვინიციისა და ზაკარპატიის რეგიონებში. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ...

Read More »

რა ეფექტს ახდენს დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორსა და საბიუჯეტო შემოსავლებზე?

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი სადამსჯელო ზომა მიიღო, მათ შორის, ევროკავშირმა სანქციების რვა პაკეტი წარადგინა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და გაერთიანებულმა სამეფომ კი ანალოგიური შემზღუდავი რეგულაციები მიიღეს. დასავლეთის ერთიანობისა და სანქციების რეჟიმის თითქმის რვათვიანი მოქმედების შემდეგ, რუსეთის ეკონომიკაზე შემზღუდავი ზომების ეფექტი არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია, რაც, უმეტესწილად, სწორედ იმითაა ...

Read More »

ევროპის მაცხოვრებლები კრიზისის გამო ელექტროენერგიის დაზოგვის გზებს ეძებენ

გათბობისა და ელექტროენერგიის მზარდი გადასახადები ევროპელებს ენერგიის მოხმარებისა და ხარჯების შემცირების გზების ძიებისკენ უბიძგებს – ევროპელები სულ უფრო აქტიურად აყენებენ მზის პანელებს სახლის სახურავებზე. ავტორიტეტულ გამოცემა Bloomberg-ს მაგალითად მოყავს შვედი მატს იოჰანსონი, რომელმაც ჰალმსტადში საკუთარი სახლის სახურავზე 13,5 კილოვატი სიმძლავრის 30 მზის პანელი დაამონტაჟა. Bloomberg-ი განმარტავს, რომ ქვეყანას ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ენერგიის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს – ...

Read More »

გერმანიამ რუსული გაზის მოხმარება თითქმის გაანახევრა, ხოლო რუსულ ნავთობს საბოლოოდ ემშვიდობება

რუსული გაზის მოხმარების თითქმის განახევრებით, გერმანია ემზადება მთლიანად მიატოვოს რუსული ნავთობი, დაბლოკოს მიწოდების ბოლო არხი, რომელიც არ მოექცა ევროკავშირის ემბარგოს ქვეშ. გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი ქარხანა Schwedt, რომელიც ბერლინს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს საწვავს აწვდის, იანვრიდან “დრუჟბას” მილსადენით რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს. ქარხანა, რომელიც ომამდე ეკუთვნოდა “როსნეფტს”, შემდეგ კი ნაციონალიზდა და ენერგეტიკული რეგულატორის კონტროლის ქვეშ მოექცა, „ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა ...

Read More »

ლვოვის 90% ელექტროენერგიის გარეშეა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქის 90% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერის თქმით, შესაძლოა, წყალმომარაგებაც შეწყდეს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ელექტროენერგიის გენერატორების საშუალებით იმუშავებენ. ლვოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ დაადასტურა, რომ საჰაერო თავდაცვა გააქტიურებულია. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 დეკემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით ახალი მასობრივი შეტევა დაიწყო.

Read More »

რამდენი ენერგოობიექტი აშენდა საქართველოში უკანასკნელ წლებში?

ენერგომატარებლების ფასების მუდმივი ზრდის ფონზე, საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხია. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნისთვის ამ მიზნის მიღწევა გართულებულია, რასაც ნამახვანის $800-მილიონიანი პროექტის ინვესტორის, ENKA-ს მიერ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვაც ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ენერგეტიკული ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 4.5 გიგავატსაათია. როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს მონაცემებიდან ირკვევა, საერთო ქსელში ახალი ობიექტების მიერთების ტემპი შემცირებულია. ...

Read More »