Tag Archives: #უკრაინა

ვიტალი კლიჩკო საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის

ქალაქ კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. ვიტალი კლიჩკო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისა და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს სამსახურში აღარ უშვებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებიც „როსატომთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობენ, სამსახურში აღარ უშვებენ. იმ ნაწილს კი, ვინც კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხელფასები შეუმცირეს. სადგურს საოკუპაციო ძალები გასული წლის მარტიდან აკონტროლებენ.

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

Reuters: ბალტიის ქვეყნები 2022 წელს გაზს რუსეთისგან ყიდულობდნენ და უკრაინაში ჰყიდდნენ

2022 წელს რუსმა ექსპორტიორებმა სულ მცირე 2-ჯერ გაზარდეს ბალტიის ქვეყნებში თხევადი ნახშირწყალბადის გაზის გაყიდვები, რომლის ნაწილის შემდეგ უკრაინამ შეიძინა. ამის შესახებ რეგიონში მოქმედ ტრეიდერებსა და ტვირთგადამზიდავ კომპანიებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, ლატვიაში რუსული გაზის წილმა იმპორტის 90%-ს გადააჭარბა, ხოლო ბალტიის ქვეყნებში თხევადი გაზის გაყიდვების საერთო მოცულობამ 2022 წელს 331 000 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 159 000 ...

Read More »

თურქეთი უკრაინას მცურავ ელექტროსადგურებს მიაწვდის

თურქულმა კომპანია Karpowership-მა, უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიასთან (ECU) 500 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. თურქული კომპანიის ცნობით, ელექტროსადგურების მეშვეობით, უკრაინაში 1 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიას მიიღებს. მცურავი ელექტროსადგურების განთავსება მოლდოვისა და რუმინეთის პორტებშია შესაძლებელი. შესაბამისად, უკრაინული ქსელები ელექტროენერგიას ამ ქვეყნების გავლით მიიღებენ. უკრაინული და თურქული კომპანიები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რუმინეთისა და მოლდოვის ხელისუფლებასთან გეგმავენ. ECU-ს გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ბუტენკომ ...

Read More »

უკრაინა, ამერიკული ტექნოლოგიით ორ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

უკრაინაში, ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ორი ახალი ბლოკი ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენდება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „ამერიკული კომპანია Westinghouse-ის მიერ უკრაინაში AP1000®️ რეაქტორების მშენებლობა რუსეთთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის დასასრულებლად, მნიშვნელოვანია. დღეს მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა, რომ დავიწყებთ ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებას ახალი ტიპის რეაქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში პირველად აშენდება“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ. მისივე თქმით, ამ გზით უკრაინაში საბჭოთა ...

Read More »

რუსები ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციას იწყებენ

რუსი სპეციალისტები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციას იწყებენ. როგორც „როსენერგოატომის“ კონცერნის ხელმძღვანელის მრჩეველმა რენატ კარჩაამ „ინტერფაქსთან“ განაცხადა, ატომურმა ელექტროსადგურმა კოლოსალური ზარალი განიცადა, რაც მისი გათვლით 1,5 მლნ დოლარს აღემატება. გამოცემა იმასაც წერს, რომ „ელექტროსადგური უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვით დაზიანდა“. რუსულმა მხარემ სამუშაოების დასაგეგმად, ჯერ აუდიტი უნდა ჩაატაროს. რენატ კარჩაას თქმით, ელექტროსადგურის მოდერნიზაციისთვის ბევრი ფული გამოიყო, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. მან ისიც თქვა, ...

Read More »

ბოსნიელი ინჟინრები უკრაინელებს “მინი ელექტროსადგურების” პროექტირების ტექნოლოგიას უზიარებენ

ბოსნიის აღმოსავლეთით, ქალაქ გორაზდეს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის ის ტანჯვა, რასაც უკრაინელები გადიან. ოცდაათი წლის წინ მათაც გადაიტანეს მსგავსი პრობლემები, როდესაც 3 წელიწადი უკიდურეს გაჭირვებაში გაატარეს. რადგან ბოსნიელმა სერბებმა მათი ქალაქი რაკეტებით დაბომბეს და არტილერიით ააოხრეს. ბოსნიის 1992-95 წლების ომის გამო, მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაშ არ ჰქონდა წვდომა ელექტროენერგიაზე, საკვებსა და მედიკამენტებზე. გორაზდეს მაცხოვრებლებმა კრეაატიული გზები გამონახეს, რათა თავი გადაერჩინათ. ისინი ახლა რჩევებს უზიარებენ უკრაინაში რთულ პირობებში მყოფ ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი – აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის განცხადებით, თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას, ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას. აღნიშნული 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა.

Read More »

„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კოლაფსი ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს“ – ვიტალი კლიჩკო

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კოლაფსი ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. „ჩვენ არ ვსაუბრობთ კოლაფსზე, მაგრამ ეს ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს, რადგან რუსეთის განმეორებით სარაკეტო დარტყმას შეუძლია გაანადგუროს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა ჩვენს მშობლიურ ქალაქში, კიევში და არა მხოლოდ კიევში, სხვა ქალაქებშიც. ახლა კიევში ენერგიის დაახლოებით 30%-იანი დეფიციტი გვაქვს“, – აღნიშნა კიევის მერმა Reuters-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ...

Read More »

უკრაინა და იტალია ენერგეტიკის სფეროში ახალ ორმხრივ თანამშრომლობას დაიწყებენ

უკრაინა და იტალია გეგმავენ ახალი ორმხრივი ენერგეტიკული პარტნიორობის დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში თანამედროვე პროექტების განხორციელებას. ეს საკითხები განიხილეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსა და იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრ პიჩეტო ფრატინის ონლაინ შეხვედრის დროს, იუწყება Ukrinform-ი. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 10 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ...

Read More »