ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებიც „როსატომთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობენ, სამსახურში აღარ უშვებენ. იმ ნაწილს კი, ვინც კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხელფასები შეუმცირეს. სადგურს საოკუპაციო ძალები გასული წლის მარტიდან აკონტროლებენ.
