Tag Archives: #ბირთვული

პოდოლიაკი: უცნაურია, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ 2 საათი იყო

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი თვლის, რომ IAEA-ს მისიამ ბევრი რამ ვერ დაინახა იმ ორნახევარი საათის განმავლობაში, რაც მან გაატარა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ამის შესახებ პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. “ძალიან უცნაურად გამოიყურება, ჩემი აზრით. უკრაინულ მხარეს სჯერა, რომ როდესაც ასეთი დონის მისიაა – და ეს არის უპირველეს ყოვლისა საინჟინრო, ბირთვული ფიზიკის მისია, რომელიც მოვიდა არა მხოლოდ სასადილოს ან ...

Read More »

„მიმდინარეობს მზადება ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად” – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები სრულად შეწყდა

უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოპერაციები სრულად შეწყდა უსაფრთხოების ღონისძიების გამო, განაცხადა კვირას სადგურზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტო Energoatom-მა. ქარხანა “სრულად შეჩერებულია” მას შემდეგ, რაც სააგენტომ გათიშა #6 ენერგობლოკი ქსელიდან, ნათქვამია განცხადებაში. „მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად”. ცნობისთვის, კიევმა ოთხშაბათს მოუწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მიმდებარე ტერიტორიის ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მასშტაბური აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მასშტაბური აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობა ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი. ენერგოდარის მერმა, დიმიტრი ორლოვმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, მხოლოდ დასძინა, რომ ახლა მომხდარის შესახებ ყველა გარემოება ზუსტდება. 5 სექტემბერს, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრისას, ქალაქში კიდევ ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთში ყველა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი ამუშავდება

ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 56 ბირთვული რეაქტორია, 32 მათგანი კი დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო პროცედურების გამო, დროებით შეჩერებულია. ცნობისთვის, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საფრანგეთი ელექტროენერგიის საერთო მოცულობის 67%-ს ბირთვული ენერგიის წყალობით გამოიმუშავებს. ზამთრის პერიოდში რუსეთისგან მომავალი საფრთხის მკვეთრად ზრდის ფონზე ...

Read More »

პოდოლიაკი: რუს სამხედროებს არ ესმით, რა ხდება იქ, ისინი არ აფასებენ რისკებს სწორად

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ. პოდოლიაკის თქმით, ქარხანაში უნდა ჩატარდეს “ბირთვული აუდიტი”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ “ატომური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანები“ უკრაინელ პერსონალთან ერთად. მანვე დასძინა, რომ რუსული ჯარები რისკებს სწორად ვერ აფასებენ. „ჩვენ არ გვესმის, არის თუ არა იქ ყველაფერი ...

Read More »

ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასერ კანანის განცხადებით, ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს. აღნიშნულის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, ირანი შეძლებს, უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული საჭიროებების უმეტესი ნაწილი. რა თქმა უნდა, ევროპას სჭირდება ჩვენი შესაძლებლობები ამ სფეროში“, – განაცხადა კანანიმ ევროპულ ქვეყნებზე საუბრისას, რომლებმაც მისი თქმით, ირანს სთხოვეს ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ქსელიდან კვლავ გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ელექტროენერგიის მთავარ ქსელთან კვლავ გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. „ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა კვლავ დაკარგა კავშირი ბოლო დარჩენილ გარე გადამცემ მთავარ ხაზთან, მაგრამ სადგური განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას სარეზერვო ხაზის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურის ორი მოქმედი ბლოკიდან დღეს ერთი გაითიშა ქსელის შეზღუდვების გამო. „ერთი რეაქტორი კვლავ მუშაობს და აწარმოებს ელექტროენერგიას, ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორი ინსპექტორი მუდმივად დარჩება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორი ინსპექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ​საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები​ ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან და იქ არსებულ სიტუაციას აფასებენ. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. აგვისტოს დასაწყისიდან მოსკოვი და კიევი სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია

IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელმაც ხუთშაბათს რამდენიმე საათი გაატარა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, პირველ შეფასებებს აკეთებს. მისი თქმით, ცხადია, რომ რამდენჯერმე დაირღვა ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა. „ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – განუცხადა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს, როდესაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრუნდებოდა. „ჩვენ არსად მივდივართ. ინსპექტორები იქ დარჩებიან”, – განაცხადა გროსიმ. მისი თქმით, ექსპერტები უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ, ტექნიკურად გამართულ შეფასებას იმის შესახებ, თუ რა ხდება ZNPP-ზე. „პრობლემა, ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად ყოფნას ვაპირებთ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნას განაგრძობენ. „არსად მივდივართ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ახლა ელექტროსადგურზეა. იქ დარჩენას აპირებს. ჩვენ აქ მუდმივად ყოფნას ვაპირებთ“, – აღნიშნა რაფაელ გროსიმ.

Read More »