უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ რუსეთი სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში დაადანაშაულა. აღნიშნული შესახებ კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ...
Read More »