Tag Archives: #გაზსადენი

ბაიდენი Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით სანქციებს განიხილავს Nord Stream 2-ის მშენებლობის დაბლოკვის მიზნით. პოტენციურად, სანქციები შეიძლება შეეხოს Nord Stream 2 AG-ს, რომელიც პროექტის დამფუძნებელი კომპანიაა. გარდა ამისა, სანქციები, სავარაუდოდ, შეეხება სადაზღვევო და იმ კომპანიებს, რომლებიც მშენებლობას დამხმარე მასალებით ამარაგებენ. მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა სანქციები მხოლოდ Fortuna 1-ს დააკისრა, ბაიდენის ადმინისტრაციაზე ორპარტიული ზეწოლა გაიზარდა და კანონმდებლები სანქციების გაფართოებას ითხოვდნენ. Nord Stream ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობა მარტში განახლდება

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მეორე ხაზის მშენებლობა დანიის ეკონომიკურ ზონაში მარტის ბოლოს განახლდება და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ინფორმაციას რუსული მედია დანიური ენერგეტიკული სააგენტოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად შეჩერდა. სანქციები შეეხება რუსეთ-გერმანიის პროექტში მონაწილე ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მილსადენის მშენებლობაში დაეხმარება.  აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტის წინააღმდეგი ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის

„გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის“ მილსადენზე სარემონტო სამუშაოებია. რუსულმა კომპანიამ აზერბაიჯანის ნავთობკომპანიასთან მოკლევადიანი კონტრაქტი 16 მარტს გააფორმა. სარემონტო სამუშაოები სამი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი სომხეთს კვლავ საქართველოს გავლით მიეწოდება.

Read More »

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-მა შესაძლოა, ცალმხრივად დაუწესოს სანქციები პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მონაწილეებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „პერსპექტივაში სანქციების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობას განვიხილავთ“, – განაცხადა მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. სანქციები, კერძოდ, შეეხება პროექტის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-ს, რომლის ერთადერთი აქციონერი რუსული კომპანია Газпром-ია. ამ თემაზე ბლინკენს შეკითხვა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაუსვა. ის ასევე, დაინტერესდა, ...

Read More »

OMV PETROM: მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ, – ამის შესახებ ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის დირექტორმა კრისტინა ვეჩერემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “OMV Petrom კორპორაციაში, მიგვაჩნია, რომ შავ ზღვას დიდი პოტენციალი გააჩნია ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას, ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ქუთაისი-სოხუმის“ გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ „ქუთაისი-სოხუმის“ DN700 მმ მაგისტრალური გაზსადენის, DN500 მმ „ქობულეთის განშტოების“ 31კმ-ზე მდინარე სუფსის I გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.პროექტის ფარგლებში საჰაერო გადასასვლელზე მოეწყო ორი ახალი დუბლირებული ბურჯი. აღნიშნული სამუშაოები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედ გადასასვლელს, ჭარბი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ დაუზიანა რამდენიმე და გამოაცალა ერთი ბურჯი, რის გამოც საფრთხე შეექმნა „ქობულეთის განშტოების“ DN500 მმ მაგისტრალური ...

Read More »

„რესპუბლიკელი“ სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს

„რესპუბლიკელი“ სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ. „რესპუბლიკელი“ სენატორები მიიჩნევენ, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, ევროპაში ამერიკელი მოკავშირეები და პარტნიორები მოსკოვის მავნე გავლენის წინაშე უფრო მოწყვლადნი გახდებიან. კანონმდებლები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, დამატებითი სანქციების დაუყოვნებლივი დაწესებისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. „ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ადმინისტრაცია უარს ამბობს სანქციების დაწესებაზე იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ...

Read More »

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: Nord Stream 2 ხელს არ უწყობს არც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას, არც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას

Nord Stream 2 გაზსადენის პროექტი პოლიტიკური კომპონენტის შემცველია, ეს კი ხელს არ უწყობს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მაგრამ ევროკომისიას არ შეუძლია აუკრძალოს კერძო კომპანიებს მასში ინვესტიციების ჩადება, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხოსეპ ბორელმა. ”ევროკომისიამ, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ვარ, არაერთხელ და მკაფიოდ მიუთითა, რომ Nord Stream 2 ხელს არ უწყობს არც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას, არც ევროკავშირის ენერგეტიკულ ...

Read More »
ნაკადი

კომპანიები, რომლებმაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში მონაწილეობაზე უარი თქვეს

სააგენტო Reuters-მა გაავრცელა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც უარი განაცხადეს პროექტში „ჩრიდლოეთის ნაკადი 2“ მონაწილეობაზე. სააგენტოს მონაცემებით, ჩამონათვალი გაგზავნილია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარსადგენ ანგარიშში. გამოცემის ინფორმაციით, სულ ჩამონათვალში მოხვდა 18 კომპანია. მათ შორის არის ფრანგული AXA Group და ამერიკული Baker Hughes. გარდა ამ კომპანიებისა, სიაში მოხვდნენ გერმანული კონცერნები Bilfinger SE და Munich Re Syndicate, საერთაშორისო სასერტიფიკატო და მაკლასიფიცირებელი ორგანიზაცია Det Norske ...

Read More »

ფრანგული საინვესტიციო ჯგუფი „აქსა“ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესიდან გავიდა

ფრანგული სადაზღვევო და საინვესტიციო ჯგუფი „აქსა“ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესიდან გავიდა. ამის შესახებ ნათქვამია საინვესტიციო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აქსა ჯგუფმა“ შესაბამისი გადაწყვეტილება „სხვა კომპანიების კვალდაკვალ მიიღო“. ამასთან, ამ სხვა კომპანიების სახელები დოკუმენტში არ არის დასახელებული. მანამდე, რუსულ გაზსადენში ინვესტიციების დაბანდების დასრულების შესახებ განაცხადა გერმანულმა ნავთობისა და გაზის კომპანია „უინტერშელმაც“. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კონსორციუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა ...

Read More »