ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: Nord Stream 2 ხელს არ უწყობს არც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას, არც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას

Nord Stream 2 გაზსადენის პროექტი პოლიტიკური კომპონენტის შემცველია, ეს კი ხელს არ უწყობს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მაგრამ ევროკომისიას არ შეუძლია აუკრძალოს კერძო კომპანიებს მასში ინვესტიციების ჩადება, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხოსეპ ბორელმა.

”ევროკომისიამ, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ვარ, არაერთხელ და მკაფიოდ მიუთითა, რომ Nord Stream 2 ხელს არ უწყობს არც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას, არც ევროკავშირის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია ხელი შეუშალოს კერძო კომპანიებს ინვესტიციების ჩადებაში სამრეწველო პროექტში ”, – თქვა ბორელმა ყოველკვირეულ Spiegel- თან ინტერვიუში.

მან დასძინა, რომ ის არ ეთანხმება გერმანიის მთავრობის პოზიციას, რომელიც Nord Stream 2-ს წმინდა ეკონომიკურ პროექტად მიიჩნევს და აღნიშნა, რომ ”ამ მასშტაბის წმინდა ეკონომიკური პროექტები არ არსებობს, მათ ყოველთვის აქვთ გეოპოლიტიკური კომპონენტი”.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply