Tag Archives: #რუსეთი

ამერიკელი სენატორები რუსული ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვაზე სანქციების დაწესებას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები რუსული ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვაზე სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამის შესხებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს გადაზიდვებზე, ასევე რუსეთის ენერგეტიკული რესურსების დაზღვევაზე. კანონპროექტის ინიციატორები სენატორები მარკო რუბიო, რიკ სკოტი და კევინ კრამერი არიან. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩინეთში რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტამ შეიძლება, გამოიწვიოს პეკინის მხრიდან უფრო მკაცრი კონკურენცია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნავთობისთვის, რამაც შესაძლოა, საქონლის ფასების პოტენციური გაზრდა გამოიწვიოს. ევროკავშირისა ...

Read More »

კულება: გაზის ომის წინააღმდეგ ერთადერთი გზაა რუსეთისთვის საპასუხო დარტყმის მიყენება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს რუსეთის გაზის ომის საწინააღმდეგო დარტყმისკენ მოუწოდა. როგორც დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რუსეთის “გაზის ომი” უკრაინაში ომის გაგრძელებაა. “ევროპის წინააღმდეგ პუტინის გაზის ომი არის უკრაინის წინააღმდეგ ომის პირდაპირი გაგრძელება. ყველგან, სადაც კი მას შეუძლია ზიანის მიყენება, ის ამას გააკეთებს. ის იყენებს ევროპის ნებისმიერ დამოკიდებულებას რუსეთზე, რომ გაანადგუროს ყოველი ევროპული ოჯახის ნორმალური ცხოვრება. ერთადერთი გზაა ...

Read More »

ემანუელ მაკრონი: რუსეთი ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს

კამერუნში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი გლობალურ სასურსათო კრიზისს იარაღად იყენებს. „ზოგიერთები გვადანაშაულებენ, რომ ევროპის სანქციები [რუსეთზე] გლობალური სასურსათო კრიზისის მიზეზია, მათ შორის აფრიკაში. სრულიად ტყუილია. რუსეთი სურსათსა და ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს. […] ჩვენ უნდა დავეხმაროთ აფრიკის კონტინენტს, რათა მეტი აწარმოოს საკუთარი თავისთვის“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

Read More »

ირანი რუსეთთან დადებულ სანავთობო შეთანხმებას ხელსაყრელ გარიგებად მიიჩნევს

რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს “ურთიერთგაგების მემორანდუმს” ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების შესახებ. ირანული კომპანია Petroleum Engineering and Development Company (PEDEC)-ის გენერალური დირექტორის აბუზარა შარიფის აზრით, ეს არის ორმხრივად მომგებიანი გარიგების მაგალითი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ირანი იმედოვნებს, რომ 40 მილიარდი დოლარის მემორანდუმის განხორციელება პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას სჭირდება ...

Read More »

რუსეთიდან მიწოდების შეფერხების ფონზე, თხევად ბუნებრივ აირზე გლობალური კონკურენცია მძაფრდება

რუსეთის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება აძლიერებს გლობალურ კონკურენციას საწვავის ზღვით მიწოდებისთვის, ქმნის ფასების ზრდისა და აზიიდან სამხრეთ აფრიკამდე ენერგიის დეფიციტის საფრთხეს. ტრეიდერების თქმით, სამხრეთ კორეისა და იაპონიის კომპანიები აჩქარებენ გეგმებს თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად ზამთრისთვის, იმის შიშით, რომ ევროპა ასევე დაიწყებს მარაგების შევსებას. ფასის მიმართ მგრძნობიარე მყიდველებიც კი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ტაილანდი, ცდილობენ იყიდონ ტვირთი და ...

Read More »

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი – „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს

რუსული „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ ამის ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ არის გონივრული სტრატეგია გაზზე მოთხოვნის შემცირება“, – თქვა ევროკომისარმა. კადრი სიმსონის განცხადებით, ელოდება, რომ ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდებიან ევროკავშირის ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

როგორი იქნება ზამთარი ევროპისთვის თუ რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა – „ცდილობენ, რომ ალტერნატიული წყაროები გააჩინონ“

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთი საიმედო ენერგომიმწოდებელი არაა და ევროკავშირი ადრე თუ გვიან რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით მზად უნდა იყოს. ამასთან, ევროპის მხრიდან ალტერნატიული ბაზრების მოძიება უკვე მიმდინარეობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვლადიმერ პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაძლოა 2022 წლის ზამთარი განსაკუთრებით კრიზისული აღმოჩნდეს, რადგან რუსეთს ენერგორესურსი გეოპოლიტიკურ იარაღად აქვს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ღია ომს აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებას ტერორის ერთ-ერთი ფორმა უწოდა და მოუწოდა ევროკავშირს, რომ ამ შანტაჟს უფრო მკაცრი სანქციებით უპასუხოს. „დღეს ჩვენ ვიხილეთ ევროპის მისამართით გაზთან დაკავშირებული მორიგი მუქარები. „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის საკითხზე დათმობების მიუხედავადაც კი, რუსეთი არ აპირებს ევროპული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, ...

Read More »

ეკონომიკის მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს. „არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად, ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული. ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა „ვისოლის“, „არაგვი იმპექსისა“ და „ლუკოილის“ შეკითხვის შეკითხვის საპასუხოდ. რაც შეეხება სანქციების აღსრულების მექანიზმებს, დავითაშვილის თქმით, ამ ...

Read More »

ხვალ ევროკავშირი რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაზე იმსჯელებს

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 26 ივლისს, რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე დამოკიდებულების შემცირების საკითხს განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა. „ევროკავშირმა გადაწყვიტა ეტაპობრივად დააღწიოს თავი რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე დამოკიდებულებას, თანაც, რაც შეიძლება მალე… ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე მომავალ სამშაბათს“, – განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა. მანამდე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ...

Read More »