Tag Archives: #ატომური

ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანი ადასტურებს IAEA-ის ცნობას, რომ მან უფრო ინტენსიურად დაიწყო ურანის მაღალ დონეზე გამდიდრება

ირანმა დაადასტურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშის დასკვნა, რომ ქვეყანამ უფრო ინტენსიური გახადა იარაღის დონის შესაბამისი ურანის გამდიდრება და ის 60 პროცენტამდე აიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, საიდ ხატიბზადემ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი საერთაშორისო ატომური ხელშეკრულების განუხორციელებლობასა და აშშ-ის მხრიდან ირანისთვის სანქციების აღდგენაზე. როგორც კი დაინერგება 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის (NPT) ხელშეკრულების ...

Read More »

ირანი უფრო ინტენსიურად აწარმოებს ურანის გამდიდრებას

ირანმა უფრო ინტენსიური გახადა ურანის თითქმის იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრება, – აცხადებს გაეროს ატომური უწყება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) 17 აგვისტოს, წევრი ქვეყნებისადმი გაგზავნილ ანგარიშში ამბობს, რომ ირანი ურანს ამდიდრებს 60 პროცენტამდე დონემდე, რისთვისაც იყენებს ნატანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი ცენტრიფუგების მეორე კასკადს. მაისში, ვენაში განთავსებული IAEA აცხადებდა, რომ ირანი მხოლოდ ერთ კასკადს იყენებდა ურანის 60 პროცენტამდე გასამდიდრებლად. იარაღისთვის საჭირო ...

Read More »

ირანის ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის გადაბარებამდე ბირთვული მოლაპარაკებების განახლება მოსალოდნელი არ არის

ირანი მზად არ არის ბირთვული მოლაპარაკებისთვის, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი თანამდებობას არ გადაიბარებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ირანმა ამის შესახებ ევროპელ მაღალჩინოსნებსაც აცნობა, რომლებიც აშშ-ირანის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში არიან ჩართული. მოლაპარაკებების განახლება აგვისტოს შუა რიცხვებამდე მოსალოდნელი არ არის. ებრაჰიმ რაისი უფლებამოსილების შესრულებას 5 აგვისტოდან დაიწყებს. წლის ბირთვული შეთანხმების, კერძოდ კი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ...

Read More »

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ურანის ლითონის წარმოებას გეგმავს, რომელიც 20 პროცენტამდე იქნება გამდიდრებული

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ურანის ლითონის წარმოებას გეგმავს, რომელიც 20 პროცენტამდე იქნება გამდიდრებული. თეირანში აცხადებენ, რომ ლითონის წარმოება რეაქტორების საწვავისთვის არის საჭირო. დასავლური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის განხორციელება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევას ნიშნავს. შეთანხმება ურანის ლითონზე ყოველგვარ სამუშაოს კრძალავს, ვინაიდან ის შესაძლოა, ბირთვული ბომბის ბირთვის დასამზადებლად იქნას გამოყენებული. ხელშეკრულების მიხედვით, ირანმა მსგავსი მასალა საზღვარგარეთიდან უნდა შეიძინოს. ...

Read More »

ირანი გამდიდრებულ ურანს აწარმოებს – ბირთვული მოლაპარაკება საფრთხეშია

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების პროცესი დაიწყო, რაც ბირთვული იარაღის წარმოებაში დაეხმარება, განაცხადა გაეროს ატომურმა მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ. თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განუცხადა, რომ ეს პროცესი კვლევითი რეაქტორის საწვავის შემუშავებას ემსახურება. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბირთვული შეთანხმების აღდგენას. შეერთებულმა შტატებმა კი ამას “უკან გადადგმული ნაბიჯი” უწოდა. შეთანხმება, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ კუთვნილ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლების პრესსპიკერის, ალი რაბიეის განცხადებით, ქარაჯიში მდებარე შენობაზე თავდასხმა ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავდა მიზნად. „ისრაელმა ეს ქმედებები განახორციელა მისანიშნებლად, რომ მას შეუძლია ირანის შეჩერება და რომ მსოფლიოს ირანთან მოლაპარაკებები არ სჭირდება. მაგრამ, როდესაც საბოტაჟი ხდება, ჩვენი ძალა იზრდება“, – განაცხადა ირანის მთავრობის წარმომადგენელმა. ირანის საერთაშორისო ...

Read More »

ბირთვული თუ განახლებადი ენერგია? – რუმინეთი არჩევანზე ფიქრობს

მოსალოდნელია თუ არა, რომ ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მასობრივი წარმოება ისევ განახლდეს? ბლოკის წევრი სახელმწიფოების ნაწილი, მათ შორის პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკია, ბულგარეთი და რუმინეთი ბირთვულ ენერგიაში დიდი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს… ხოლო ავსტრიისა და გერმანიის მაღალჩინოსნები თვლიან, რომ კლიმატის კრიზისიდან გამოსავალი არის არა ბირთვული, არამედ განახლებადი ენერგია. მაინც როგორ შეიძლება დაეხმაროს ბირთვული ენერგია ევროკავშირს, რომ გარემოში ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწიოს? რუმინეთის მსგავს ...

Read More »

თეირანი ოპტიმისტურად არის განწყობილი ბირთვული ხელშეკრულების აღდგენასთან მიმართებაში

ირანის მიმავალი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, გადაჭრილია მთავარი საკითხები თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, საიმისოდ, რომ აღდგეს 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება – თუმცა, გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ რამდენიმე წინაღობა კვლავაც გადასალახი რჩება. ჰასანი ამ განცხადებით გამოვიდა 23 ივნისს, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე, იმ ფონზე, როცა ირანის სხვა მაღალჩინოსნებმაც მიანიშნეს აპრილის შემდეგ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეულ პროგრესზე. როჰანის აპარატის ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს ბირთვული შეთანხმების შესრულებისკენ მუწოდებს

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა აშშ-ს მოუწოდა, შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გააუქმოს დაწესებული სანქციები შესაბამისი გადამოწმების საფუძველზე. რაისის თქმით, აშშ და ევროპული ქვეყნები გარიგების მხარეები არიან და მათ უნდა შეასრულონ 2015 წელს გაცემული დაპირებები. ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირველ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს დიპლომატიურ მცდელობებს ბირთვული შეთანხმების განახლებისთვის და სანქციების მოხსნა მოითხოვა.

Read More »

ირანის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა ავარიულად შეაჩერა

ირანის ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა ავარიულად შეაჩერა. ირანის სახელმწიფო ელექტროკომპანიის წარმომადგენელმა, ღოლამალი რახშანიმეჰრმა თქვა, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური 19 ივნისს გაჩერდა და ამ რეჟიმში სამი ან ოთხი დღის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის გაჩერებამ შესაძლოა, ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვიოს. ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ავარიული გამორთვის შესახებ ირანმა პირველად განაცხადა. ბუშერის სადგური ირანმა, რუსეთის დახმარებით, 2011 წელს ...

Read More »