Tag Archives: #ატომური

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი პუტინს შეხვდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი (IAEA), რაფაელ გროსმა პუტინთან შეხვედრა გამართა, – ინფორმაცას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის გადაუდებელ აუცილებლობას. “ახლა, როგორც არასდროს, ამ უკიდურესად რთულ დროს, უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი დროის დაკარგვა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ...

Read More »

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანი, ანატოლი კურტევი ავრცელებს. “ოკუპანტები ისევ თავს დაესხნენ ჩვენს ქალაქს. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ სახლების ფანჯრები და კარები დაზიანდა”, – განაცხადა კურტევმა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ...

Read More »

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორის მოადგილე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი მარტინიუკი გაიტაცეს. ამის შესახებ Energoatom-ის განცხადებაშია ნათქვამი. “ენერგოატომში” ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები მარტინიუკის წინააღმდეგ წამებისა და დაშინების მეთოდებს იყენებენ. “ასე ცდილობენ რუსები, მოიპოვონ ძალიან საჭირო ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების პირადი საქმეების შესახებ, რომ უკრაინელი პერსონალი რაც შეიძლება მალე აიძულონ, იმუშაოს “როსტომზე”. ოკუპანტები პირდაპირი გაგებით, აწამებენ სადგურის ბირთვული მუშაკების წინააღმდეგ და არ ...

Read More »

იბრაჰიმ რაისი: ირანი ბირთვულ პროგრამაზე დიალოგს არ გაურბის

თეირანი არ ერიდება დიალოგს ბირთვულ პროგრამაზე, მაგრამ არ დააკავშირებს ქვეყნის პროგრესს დასავლური სახელმწიფოების მოთხოვნებთან. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა განაცხადა. მისი თქმით, ირანი არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდის დატოვებას. „ჩვენ გვითხრეს, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და ირანის პრობლემები მოგვარდებოდა. თეირანმა გამოაცხადა მზადყოფნა გულწრფელი დიალოგისთვის. ჩვენ არ ვტოვებთ მოლაპარაკების მაგიდას, რადგან გვაქვს ლოგიკა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ალ-ზაჰრას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე. რაისის ინფორმაციით, ...

Read More »

ოკუპირებული ატომური ელექტროსადგური

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მალევე ოკუპანტების არმიამ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაიკავა. სადგურზე მომუშავე უკრაინის მოქალაქეებს ოკუპანტები საქმიანობას მუქარის ძალით აიძულებდნენ, ამავე დროს კი როგორც კიევი ასევე მოსკოვი ერთმანეთს აბრალებდნენ სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვას. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით რუსული მხარე ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას საკუთარი საარტილერიო ძალების განთავსებისთვის იყენებდა რათა ახლოს მდებარე ქალაქების დაებომბა. ოლექსი ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი იყო რომელსაც ტურბინებისა და რეაქტორის კონტროლი ევალებოდა, ის ენერჰოდარიდან მაშინ ...

Read More »

ბორელი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება იურიდიულად ბათილია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაპყრობის შესახებ. “ევროკავშირი არ აღიარებს და კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ამიტომაც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია. რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და ტექნიკა ...

Read More »

IAEA: თავდასხმის შედეგად​, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს ქმნის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, სადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა. მისივე თქმით, ეს დიდ საფრთხეს ქმნის. ამის შესახებ რაფაელ გროსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ასევე წერია, რომ რეაქტორის გასაგრილებლად საჭირო დენი ახლა სადგურს მხოლოდ დიზელის ავარიული გენერატორებით მიეწოდება. თითოეულ ასეთ გენერატორში სულ მცირე 10 დღის სამყოფი საწვავია. „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა ამუშავდეს“, ...

Read More »

რუსეთის მიერ გახსნილმა ცეცხლმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგების ბოლო ხაზი დააზიანა

რუსეთის მიერ გახსნილმა ცეცხლმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგების ბოლო ხაზი დააზიანა, რის შედეგადაც სადგურს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავტომატურ რეჟიმში ჩაირთო დიზელ-გენერატორების სისტემა. კომპანიაშია აცხადებენ, რომ დიზელის არსებული მარაგები ამ რეჟიმში მუშაობისას 10 დღეში ამოიწურება. 5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ...

Read More »

IAEA-ს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია კვლავ სახიფათოა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი 6 ოქტომბერს კვლავ ეწვია კიევს. გროსის თქმით,IAEA-ს მისია ქარხანაში ორიდან ოთხ ადამიანამდე გაიზრდება, როტაცია კი ყოველ 3-4 კვირაში მოხდება. გენერალურმა დირექტორმა დაამატა, რომ სიტუაცია კვლავ სახიფათოა, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ქარხნის მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია, ხოლო ქარხანაში მძევლად მყოფი უკრაინელი პერსონალი „მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება“. „ბირთვული ავარია „სავსებით შესაძლებელია“, – აღნიშნა გროსიმ. „უკრაინელი თანამშრომლები, ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინული ობიექტია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინული ობიექტია, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ. 5 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ. „განკარგულებას“ თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილი კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. „ეს საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული საკითხია. ჩვენ გვინდა, რომ ომი დაუყოვნებლივ შეწყდეს და რა თქმა უნდა, ატომური ენერგიის ...

Read More »