რუსეთის მიერ გახსნილმა ცეცხლმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგების ბოლო ხაზი დააზიანა, რის შედეგადაც სადგურს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავტომატურ რეჟიმში ჩაირთო დიზელ-გენერატორების სისტემა. კომპანიაშია აცხადებენ, რომ დიზელის არსებული მარაგები ამ რეჟიმში მუშაობისას 10 დღეში ამოიწურება.
5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ.