Tag Archives: #ბირთვული

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება უკიდურესად საშიშია

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში, მიმდებარე ტერიტორიებზე, უკიდურესად საშიშია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებული სიტუაცია განიხილა როგორც IAEA-ს გენერალურ დირექტორთან, ისე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. „სამწუხაროდ, რუსეთი არ წყვეტს პროვოკაციებს ზუსტად იმ მიმართულებით, საიდანაც IAEA-ს მისია სადგურზე უნდა შევიდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ IAEA-ს მისია შეძლებს თავისი მუშაობის დაწყებას. სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში, მიმდებარე ტერიტორიებზე, უკიდურესად საშიშია. ...

Read More »

სამხრეთ კორეამ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მოიპოვა

სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, Korea Electric Power Corp-ის შვილობილმა კომპანიამ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. როგორც ცნობილია, კონტრაქტი $2.5 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, Korea Hydro & Nuclear Power-ი, Korea Electric Power Corp-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 51%-ს კორეის მთავრობა და მასთან დაკავშირებული ბანკები ფლობენ. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის პირველი ბირთვული ელექტროსადგურისთვის რეაქტორებს რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ის შვილობილი ფირმა ააშენებს. სამხრეთკორეული ...

Read More »

IAEA ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიის ნაწილის დატოვებას გეგმავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თავისი მისიიდან რამდენიმე ადამიანს მუდმივ რეჟიმში დატოვებს. ამის შესახებ რუსული მედია  მიხეილ ულიანოვზე დაყრდნობით წერს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში რუსეთის მუდმივი წარმოამდგენელია. მან ასევე თქვა, რომ IAEA-ს სამდივნოს დაახლოებით ათეული თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვულ უსაფრთხოებაში, იმყოფებიან მისიაში, რომელიც გაეროს თანამშრომლების დიდ გუნდთან ერთად, ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. კვირას, ღამით და ორშაბათს რუსული ...

Read More »

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა. 14 კაციან დელეგაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს. ექსპერტები კვირის ბოლომდე ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში მონიტორინგის მიზნით შევლენ და დაზიანებებსა და რისკებს შეისწავლიან. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მარტის თვიდან საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებენ. კიევი მსოფლიოს მოსალოდნელი რადიაციული კატასტროფის შესახებ აფრთხილებს და სადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას მოითხოვს, ...

Read More »

IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. გარდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც – ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის ...

Read More »

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის დარიგება, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის გარშემო დაძაბულობის ფონზე

უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო იოდის შემცველი ტაბლეტების დარიგება მოსახლეობისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა ისინი დაიცვას რადიაციით პოტენციური მოწამვლისგან, სადგურზე ავარიის შემთხვევაში. პრეპარატების დარიგება დაიწყო 27 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სადგურის გარშემო ცეცხლის გახსნაში. ერთი დღით ადრე რუსეთმა დაბლოკა გაეროს მნიშვნელოვანი განცხადების მიღება, იმ ფორმულირების გამო, რომლითაც დოკუმენტის პროექტში ზაპოროჟიეს სადგური იყო ...

Read More »

დმიტრო კულება: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს

„ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით –  ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. “რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან – მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, – წერს კულება “ტვიტერზე”.

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყება. „ეს დღე დადგა, სარეთაშორისო ატომური სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიესკენ მიემართება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინასა და ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე მოგვიანებით, ამ კვირაში შედგება“, – წერს რაფაელ გროსი. როგორც ნიუ-იორკ ...

Read More »

ისრაელის პრემიერი: ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს დამატებით 100 მლრდ დოლარს მისცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს „რეგიონის დესტაბილიზაციისთვის“ დამატებით 100 მილიარდ დოლარს მისცემს. „ამჟამინდელი ფორმით შეთანხმება ცუდია. ირანს წელიწადში 100 მლრდ დოლარს მისცემს, რასაც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის და მსოფლიოში ტერორის დანერგვისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა ლაპიდმა. „ირანისთვის სანქციების ერთბაშად მოხსნა, მათ შორის საბანკო და საფინანსო სექტორებზე, ირანელებს ფულის გათეთრების საშუალებას მისცემს. ირანი სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან“, – ამბობს ...

Read More »

ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ. მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ...

Read More »