დმიტრო კულება: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს

„ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით –  ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

“რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან – მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, – წერს კულება “ტვიტერზე”.

Leave a Reply