Tag Archives: #რუსეთი

“ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს”

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს და ევროპას დააზარალებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს სანქციების მერვე პაკეტის ხსენება, უნდა შეწყვიტოს ისეთი ზომებზე მინიშნება, რომლებიც მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგორესურსების მიწოდების კრიზისს“, – ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებაში.

Read More »

აგვისტოში ნავთობპროდუქტების მთლიანი იმპორტის 54% რუსეთზე მოდის

აგვისტოში საქართველოში $153.9 მლნ-ის 138.6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 76.6%-ით, ხოლო რაოდენობაში 9.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აგვისტო – $87.1 მლნ-ის 126.8 ათასი ტ). იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. თუ შარშან აგვისტოში 1 ლიტრი საშუალოდ 0.69 დოლარი ღირდა, წელს აგვისტოში საშუალო ფასი 1.11 დოლარია. აგვისტოს ...

Read More »
ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

“გაზპრომის” თანამშრომლებს უკრაინაში დაჭრილთათვის თანხების გაღებას აიძულებენ

რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” ერთ-ერთი რეგიონული განყოფილება დაცვის თანამშრომლებს ავალდებულებს, გადარიცხონ 1000 რუსული რუბლი უკრაინაში მიმდინარე “სპეციალური ოპერაციის დროს” დაჭრილთა დასახმარებლად, ვინაიდან “ადგილობრივ საავადმყოფოებში კატასტროფულად არ ჰყოფნით მედიკამენტები”, – ნათქვამია “გაზპრომის” რესპუბლიკა სახას (იაკუტია) ერთ-ერთი განყოფილების დაცვის თანამშრომელთა “ვოთსაფის” ჩათში, რომლის “სქრინშოთიც” რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მოიპოვა. რადიო თავისუფლების იმ წყაროს ცნობით, რომელმაც “სქრინშოთი” რედაქციას გაუგზავნა, ჩათში დაახლოებით დაცვის 100 ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“ აღარასოდეს ამოქმედდება – გერმანელი მაღალჩინოსანი

გერმანიის ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ–მინისტრმა შტეფან ვაილმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასოდეს ამოქმედდება. „ნდობა იმდენად ფუნდამენტურად არის დაკარგული, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა აღარასდროს გააკეთებს გათვლას რუსულ ენერგომატარებლებზე“, – განაცხადა ვაილმა სააგენტო DPA–სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, გერმანია–რუსეთის პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში უკვე შეუძლებელია.

Read More »

რუსეთმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიული ზონა დაბობმბა

უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ რუსეთი სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში დაადანაშაულა. აღნიშნული შესახებ კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში ჩერთვება

ისლამაბადი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხზე ითანამშრომლებენ. კერძოდ, თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შედგა. მედიის ცნობით, ლიდერებმა „შეთანხმებას ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის გაზის მიწოდებაზეც მიაღწიეს“.

Read More »

ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის პროტესტის შემდეგ შესაძლოა, რუსული ნავთობი შეიძინონ

ანალიტიკოსებმა დაასახელეს ახალი ბაზრები, რომლებიც შეძლებენ რუსული ნედლი ნავთობის 50%-მდე ყიდვას ევროკავშირის ქვეყნების პროტესტის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg-ი Kpler-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს. „ინდონეზიას, პაკისტანს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას, შრი-ლანკას და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას მომავალ ზამთარს შეუძლიათ ერთად შეიძინონ 1 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობი რუსეთიდან“, – აცხადებენ ანალიტიკოსები. როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთს უკვე ემუქრება მნიშვნელოვანი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება უკრაინაში ომის ...

Read More »

შოლცი: გარდა ბუნებრივი აირისა, რუსეთს შეუძლია ნავთობის მიწოდებაც შეწყვიტოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ რუსეთს შეუძლია შეწყვიტოს ნავთობის მიწოდება გერმანიის ორ ქარხანაში „დრუჯბას“ ნავთობგამტარის მეშვეობით – ისევე როგორც მან შეწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში. აღნიშნულის შესახებ შოლცმა რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან ინტერვიუში ისაუბრა. „მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ შეიძლება იმის იმედის ქონა, რომ რუსეთი თავის  მოვალეობებს შეასრულებს, მაგალითად როდესაც საქმე ეხება ბუნებრივი აირის მიწოდებას. ამიტომ გასული წლის დასასრულიდან ვფიქრობ, თუ ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთან არის მიერთებული

ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ უკრაინის ელექტრო ქსელიდან. ამის შესახებ შაბათს, 17 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა. სააგენტოს თქმით, ინჟინერებმა ოთხი ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზიდან ერთ-ერთი შეაკეთეს, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიასთან აკავშირებს. დარჩენილი სამი ძირითადი ხაზი კი ისევ დაზიანებულია. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივ გამორთვაშია, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ...

Read More »

რუსეთმა სლავიანსკის თბოელექტროსადგური დაბომბა

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დღეს დილით რუმა ოკუპანტებმა სლავიანსკის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. მისი ინფორმაციით, სადგურის ტერიტორიაზე დაზიანდა ტექნიკა. “მტერი განზრახ უმიზნებს რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს კირილენკო Telegram-ზე.

Read More »