აგვისტოში საქართველოში $153.9 მლნ-ის 138.6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 76.6%-ით, ხოლო რაოდენობაში 9.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აგვისტო – $87.1 მლნ-ის 126.8 ათასი ტ).
იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. თუ შარშან აგვისტოში 1 ლიტრი საშუალოდ 0.69 დოლარი ღირდა, წელს აგვისტოში საშუალო ფასი 1.11 დოლარია.
აგვისტოს ტოპ საიმპორტო ქვეყნები შემდეგია:
- რუსეთი – $83.1 მლნ-ის 78.3 ათასი ტ. (მთლიანი იმპორტის 54%) (1 ლიტრი საშუალოდ 1.06 დოლარი).
- რუმინეთი – $29 მლნ-ის 26.3 ათასი ტ (1ლიტრი საშუალოდ 1.10 დოლარი).
- თურქეთი – $12 მლნ-ის 9.1 ათასი ტ (1 ლიტრი საშუალოდ 1.32 დოლარი).
- თურქმენეთი – $11.7 მლნ-ის 10.4 ათასი ტ (1ლიტრი საშუალოდ 1.12დოლარი).
- ბულგარეთი – $8 მლნ-ის 7.7 ათასი ტ (1 ლიტრი საშუალოდ 1 დოლარი).
წყარო: gbc.ge