გერმანიის ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ–მინისტრმა შტეფან ვაილმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასოდეს ამოქმედდება.
„ნდობა იმდენად ფუნდამენტურად არის დაკარგული, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა აღარასდროს გააკეთებს გათვლას რუსულ ენერგომატარებლებზე“, – განაცხადა ვაილმა სააგენტო DPA–სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, გერმანია–რუსეთის პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში უკვე შეუძლებელია.