Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ნამახვანჰესის შესახებ წერილით მიმართეს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. ამ ორგანიზაციისადმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი წერილის თანახმად, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის, ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვის, ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის. „მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული ...

Read More »
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

3-თვიანი პაუზის შემდეგ ენგურჰესი ერთიან ქსელში ჩაერთო

3-თვიანი პაუზის შემდეგ ენგურჰესი ერთიან ქსელში უკვე ჩაერთო. “ენგურჰესის” ცნობით, სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა. “ვულოცავთ თითოეულ ენგურჰესელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული და საქართველოს ენერგეტიკის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას!” – ნათქვამია “ენგურჰესის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი გაჩერდა. სარემონტო ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი ნამახვანჰესზე: ვიმედოვნებთ, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი იმედოვნებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებული დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. გიორგი ჩიქოვანს უჭირს დაასახელოს ვადა, როდის დასრულდება განახლებული კვლევები ჰესთან დაკავშირებით. “ველოდებით, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა. რადიკალიზმი გადაინაცვლებს სამუშაო ოთახებში. მართლაც უპრეცედენტო დრო და რესურსია დახარჯული ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კვლევებზე. 80-იანი წლებიდან მიდის და არ არის იოლი 1-2 დღეში მოხდეს ამის გავლა”,- განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

28 აპრილს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები წყალტუბოში აქციას გამართავენ

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინაღმდეგეები 28 აპრილს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დაგეგმილია იმ სხდომის პარალელურად, სადაც მოსამართლემ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. საპროტესტო აქცია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა და მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. „ვაპირებთ, ვიდრე 23 მაისამდე, დედაქალაქში ფართომასშტაბიან აქციამდე მივალთ, მანამდე სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ ...

Read More »

“რაიმე დაგეგმილი პროტესტი არ იქნება ორი კვირის განმავლობაში”

„სამოქმედო გეგმაში ცვლილებები არ გვაქვს. ძირითადად, მივდუვართ მიზნობრივად 23 რიცვისკენ, რათა იქ უკვე დაგეგმილად შევძლოთ პერმანენტული აქციების გამართვა. მანამდე, რაც შეეხება, ჩვეულებრივად ვრჩებით გუმათში და პროტესტი გრძელდება, თუმცა დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით” – განაცხადა ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა “დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ ...

Read More »

თურქეთის ელჩი: ნამახვანჰესი საქართველოსა და ქართველებისთვის შენდება

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი “ენკას”, მთავრობასა და პროტესტის მონაწილეებს ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით კონტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. “მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ყველა პროცესი ტენდერთან, შეთანხმებასთან, თუ სხვა, უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. მივესალმები ნდობის შენებას, ზომებს, რომლის მიხედვითაც დიალოგის ფორმატი გაფართოვდა მათთან, ვინც ჰესის შენების ...

Read More »

„ენერგოსისტემის ეფექტურობის შენარჩუნებას, მარეგულირებელი ჰესების ინფრასტრუქტურით შევძლებთ“

„კარგია,  რომ საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ენერგოსისტემაა სამეზობლოში, თუნდაც იგივე რუსეთთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება არ იცის, მაგრამ ფაქტია, თბილისელი და მოსკოველი, ელექტროენერგიის ერთი და იგივე ტარიფს იხდის“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. „ჩვენი მოხმარების 7 % საკმაოდ ძვირი იმპორტირებული ენერგიით ივსება. არ არის იაფი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც, რომელიც თავისი ...

Read More »
engurhesis-ენგურჰესის

ენგურჰესის რეაბილიტაცია დასრულდა – ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტრისადგური ერთიან ქსელში ერთვება

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა და საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტრისადგური ერთიან ქსელში დაგეგმილზე უფრო ადრე ჩაერთვება. “ენგურჰესის” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჰერმოკარების დაკეტვის მომდევნო ეტაპი გვირაბის წყლით შევსებაა და ჰესი ერთიან ქსელში დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე ჩაერთვება. “ენგურჰესის რეაბილიტაციის VI ფაზის უმნიშვნელოვანესი ეტაპი წარმატებით დასრულდა!”გილოცავთ – დღეს სადერივაციო გვირაბის ყველა ჰერმო კარი ჩაიკეტა! დასრულდა ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როგორც ნარმანია განმარტავს, ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი. „ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. დარწუნებული ვარ, რომ გამოინახება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებები, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ...

Read More »

“რიონის ხეობის მცველებმა” ქუთაისის მთავარი გამზირი გადაკეტეს

სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია და ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ უკან არავინ დაიხევს. „ამას ჩვენ არ შევეგუებით. არ შევეგუებით იმას, რომ ქვეყანაში, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენი უფლებები იყოს ბოლო ადგილზე გადატანილი და პირველ ადგილზე იყოს დაყენებული ...

Read More »